მთავარი გვერდი სიახლეები დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში 18 აპრილს მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდება

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში 18 აპრილს მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების უფროსის მ/შ ემზარ დემურია, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” კოორდინატორი თამთა ჭითანავა, ა(ა)იპ დასუფთავების, კეთილმოწყობისა და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე.

შეხვედრაზე მერიის სოციალური პროგრამები, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით პირველი მარტიდან ამოქმედებულ მთავრობის ახალ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების პროგრამაზე, რაც სოციალური დახმარების შეწყვეტის გარეშე, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე აღინიშნა,რომ დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში 18 აპრილს მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდება.

  • შეხვედრაზე ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

You may also like

Leave a Reply

Odabade.Ge

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

 პროექტი "ჩხოროწყუს ციფრული არქივი"    ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცის" და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  კულტურის სამსახურის ერთობლივი ინიციატივაა

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ