ბლიც-ინტერვიუ ლუკა პერტაიასთან

by chkhorotskuge
0 comments

მე შემიძლია ფანქრის და ფურცლის მეშვეობით ვიყო თავისუფალი…

ბლიც ინტერვიუ ლუკა პერტაიასთან

🔷დავიბადე — კირცხში
🔷ვცხოვრობ — ქვედა ჩხოროწყუში
🔷გახლავარ — დამწყები მხატვარი

ლუკა პერტაიას შემოქმედება

ლუკა პერტაიას გამოფენა
🔷რა არის მხატვრობა?!— სიმშვიდე და სათქმელის მარტივად გადმოცემა
🔷ხატვა ჰობია?!— ჰობზე ბევრად მეტი…
🔷რას არ შეცვლიდი?!— ამჟამად არაფერს
🔷როგორია მხატვრის ხასიათი?!— გაუგებარი…


🔷ამოჩემებული ჟანრი — არ მაქვს! სულ ვცდილობ რაიმე ახალი ვცადო…
🔷დაასრულე ფრაზა: მე შემიძლია — ფანქრის და ფურცლის მეშვეობით ვიყო თავისუფალი…


🔷როდის მოდის მუზა?— ყოველთვის და მოულოდნელად
🔷რაზე ოცნებობ?!— იაპონიაში წასვლაზე
🔷რას გეგმავ— ოცნების ასრულებას!
🔷სიმშვიდე — ხატვის პროცესია…
🔷რომ არა მხატვრობა— არ ვიქნებოდი ის, ვინ დღეს ვარ
🔷სრულყოფილება როდის მოდის— არასდროს!
🔷რაზე ბრაზდები?!—ნახატებზე (იცინის)
🔷რა გაბედნიერებს?!—ნახატები
🔷რითი ამაყობ?!— ოჯახით


🔷რითი ხარ ბედნიერი?!— იმ გზით, რომელსაც მივყვები…
🔷რა გიყვარს?!— მხოლოდ ხატვა!
🔷საყვარელი მხატვარი?!— ვინსენტ ვანგოგი
🔷საყვარელი ნახატი?!— ვანგოგის ვარსკვლავიანი ღამე
🔷სხვა გატაცება — ანიმეს ყურება
🔷საყვარელი ფრაზა — “უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას ასე ხშირად რომ არ ახსენებდე.” -უილიამ შექსპირი
🔷რის შეცვლაზე ოცნებობ?!— არაფრის
🔷სამყაროს რომელ ფერებში დახატავდი — აბსოლიტურად ყველა ფერში, იქნებ ამით მაინც დაიფაროს ეს უფერული ადგილები!
🔷 ის, რაც ლუკაზე არ ვიცით — ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს
🔷დაასრულე ფრაზა: ჩხოროწყუ ჩემთვის — ყველაფერია…
🔷რჩევა გვერდს – My City Chkhorotsku-ს — უფრო მეტი გამოკითხვა ჩაატარეთ

პატივისცემით, My city Chkhorotsku-ს ადმინი

You may also like

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia