38 „ჩხოროწყუს ახალგაზრდული დღეები 2026“ 25–28 აგვისტოს გაიმართა და რამდენიმე დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტი ახალგაზრდების შეხვედრების, ინტელექტუალური თამაშების, სპორტული აქტივობებისა და მუსიკალური საღამოების სივრცედ აქცია. ღონისძიება ჩატარდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, შესაბამისი სამსახურების ჩართულობითა და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოსა და ახალგაზრდული სათათბიროს მონაწილეობით. პროგრამამ სხვადასხვა ინტერესის ახალგაზრდები გააერთიანა და მათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის, შეჯიბრების, შემოქმედებითი აქტივობებისა და ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება მისცა. სტაფი და გუნდები წესებზე და მიმდინარეობაზე შეთანხმდნენ ფესტივალის დაწყებამდე, 21 აგვისტოს, „ჩხოროწყუს ახალგაზრდული დღეები 2026“-ის საორგანიზაციო ჯგუფი მონაწილე გუნდების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს ფესტივალის დებულება, დღის წესრიგი, დაგეგმილი აქტივობები და სხვა საორგანიზაციო დეტალები. ფესტივალის ოთხი ფიქსირებული გუნდი იყო: „ტეტრისი“, „პული“, „ჩაჭრილები“ და „Er-2“. ამასთან, ცალკეულ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ სხვა მსურველ გუნდებსაც — წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ. ინფორმაცია რეგისტრაციის პირობების შესახებ ღონისძიების გვერდზე ქვეყნდებოდა. სტაფი ტრადიციულად იქმნება სტაფი სტაფი წელს უფრო ახალგაზრდული იყო და დიდწილად ახალგაზრდული სათათბიროს წევრებისგან შედგებოდა, თუმცა სტაფში იყვნენ დათიკო დარსალია, ბაჩი თოდუა, საბა კარტოზია და დათო შენგელია სამზადისი სტაფს სამუშაო არ აკლდა. პრობლემებს კი კოკისპირული წვიმები წარმოქმნიდა ინტელექტუალური თამაში “რა,სად, როდის“ ინტელექტუალური დაპირისპირებით ასე დაიწყო „ახალგაზრდული დღეები 2026“! 1 დღე ინნტელექტუალური თამაშით “რა, სად . როდისით ” დაიწყო. ზედა ბმულში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მის მიმდინარეობას ფოტო და ვიდეომასალას მერიის სტიპენდიების გადაცემა „ახალგაზრდული დღეები 2026“ — მერის სტიპენდია 27 წარმატებულ სტუდენტს გადაეცა ახალგაზრდული დღეები 2026-ის პირველ დღეს დავამტკიცეთ, რომ კარგ განწყობას ამინდი ვერაფერს აკლებს. სველი ქუჩების მიუხედავად, შიგნით ნამდვილი ინტელექტუალური ცეცხლი დავანთეთ! 🔥 🧠 რა ხდებოდა დღეს? სტარტი აიღო აზარტულმა პროექტმა — „მოაზროვნეთა ლიგა ბაჩი თოდუასთან ერთად“. გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ახალი, საინტერესო წესებით (ასოების ქულების სპეციალური სისტემით ტვინები ნამდვილად კარგად ვავარჯიშეთ!). დაძაბული ფიქრი, წამზომი, პასუხების წერა და რაც მთავარია — საოცარი გუნდური სულისკვეთება! 🤝 ნახეთ ვიდეო და თავად იგრძენით ეს ენერგია. ახალგაზრდული დღეების გახსნითი კონცერტი ბენდი “NONSTOP”-ის მონაწილეობით. ახალგაზრდულები2026 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge Following Author previous post ახალგაზრდული დღეები 2025 next post ახალგაზრდული დღეები 2026 მეორე დღე და გიუნდები