ახალგაზრდული დღეები 2018 კინოკონკურსი

0
334

“ახალგაზრდული დღეები 2018”-ის ფარგლებში  კინოკონკურსიც გაიმართა. საინტერესო  გამოვიდა და   სპეციალური ჩანაწერიც მივუძღვენი. სამწუხაროდ ვიდეოების უმრავლესობის კოდი საიტზე კარგად ვერ ჩაჯდა.  რაც არ ჩანს, დააჭირეთ ბმულს და ვიდეოს  ქალბატონ თეა ტყებუჩავას გვერდზე იხილავთ. მადლობა მას ამდენი ენერგიისათვის 🙂 

 გუნდი,,მწვანე გული.

ეჰ, მაფიას ვერ ენდობა კაცი 😀 ბოლო მძიმეა, მაგრამ  მაინც აზრიანი.

საკონკურსო ვიდეო  <<<  გუნდი,,ჰიპნოზი”

შშმ პირების პრობლემისადმი ყურადღების მიპყრობა დადებითი მომენტია. ასევე სხვა ვიდეოებისგან განსხვავებით  პოზიტიური ისტორიაა,თუმცა გაწელილი და გარე კომენტარებიც მონტაჟის დროს რამდენიმე ადგილას გაიპარა.  ეგ არა უშავს 😉

საკონკურსო ვიდეო.  <<< გუნდი ,,უოლი”

ვიდეო ოჯახური ძალადობის თემას ეხმიანება. ბორკილების სცენა არ ვიცი მათი კრეატივია თუ არა,მაგრამ  უმაღლესი შეფასება!
მოკლე და კარგად დადგმული სცენა. ბევრ სოციალურ პროექტს შეშურდება. ძალიან მომეწონა, ყოჩაღ 🙂

საკონკურსო ვიდეო  <<< გუნდი “პრედატორი”
მონდომებითაა გაკეთებული, ალბათ ჯობდა ცოტა მოკლე ყოფილიყო. ავარიის სცენა ინდურ ფილმს დაემსგავსა 😀


გუნდი ” ვიემჯისი” ჭრელი საზოგადოება.

სცენარი გააზრებულია და დრამატურგიაც.  ფილოსოფიური მსჯელობაც მისაღები,მაგრამ იმედი მქონდა ამ ვიდეოში მაინც ვინმე ცოცხალი გადარჩებოდა. სხვა  გუნდებმა ხომ   ერთმანეთი ამოხოცეს. 😀

გუნდი ” ლუი”

რა გახდა ამ ჩხოროწყუში ერთი ჰეფიენდი? 😀 გადაირივნენ და ამათმაც ერთმანეთი ამოხოცეს 🙁 ამ გუნდის უმრავლესობა იმდენად “ჩემიანები” არიან , ობიექტური ვერ ვიქნები. საერთო კონკურსში კი  ღირსეულად გაიმარჯვეს

ფანტასტიური სცენა “ლუის” შესრულებით უკვე თავისუფალ კონკურსში. <3

ვიხალისე, მართალია მძიმე ფინალებმა  დამძაბა,მაგრამ  საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა.  მადლობა ახალგაზრდებს, რომ ასეთი მონდომებულები არიან.

გუნდი “გლენი. მათი ვიდეო ვერ ვიპოვე და არ  ვიცი კინოკონკურსში მონაწილეობა თუ მიიღეს.

ჩანაწერის  ბოლოს კი რამდენიმე სურათი თეა ტყებუჩავას არქივიდან

 

 

კომენტარები