357
როცა ხაბუმეში ჩამოვდიოდი, პატარა მაროსთან ერთად ნარგიზა გვმასპინძლობდა. ის ჩემი მამიდაშვილი გახლდათ, რომელიც ჯამრთელობის პრობლემების გამო სენაკიდან ბებიასთან გადმოიყვანეს. არ ეგონათ დიდხანს იცოცხლებდა, პროგნოზი არასაიმედო იყო. მარომ თავისი მფარველი კალთა გადააფარა, წარმოუდგენელი სიყვარული აჩუქა და ჩვენს დასვენებასაც ყოველთვის ნარგიზას ხელიც ეტყობოდა.