მოგვწერეთ
მთავარი გვერდი » სიახლეები » ჭოღელები გზას და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ

ჭოღელები გზას და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ

by chkhorotskuge

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების წევრების ორგანიზებით, ჩხოროწყუში, სოფელ პირველ ჭოღაში გზის ორი მონაკვეთის მოასფალტებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის, მდინარეზე ხიდ-ბოგირის მშენებლობის მოთხოვნით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს.

განცხადებას 137 მოქალაქე აწერს ხელს. მიმართვის ინიციატორები ადგილობრივი მოსახლეობა იყო. 📢 მოვუწოდებთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია/ City Hall of Chkhorotsku Municipality-ს, დეტალურად და დროულად შეისწავლონ ჭოღელთა პრობლემები, რათა მიმდინარე წელს შესაძლებელი გახდეს მოსაგვარებელი სამუშაოების დაწყება.

წყარო

You may also like