2K ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი, “საქართველოსთვის”ჩხოროწყუს ოფისის ხელმძღვანელი დავით შენგელია განცხადებას ავრცელებს” ძვირფასო ჩხოროწყუელებო! მსურს იყოთ ინფორმირებული იმის შესახებ რომ,ჩხოროწყუს ძველი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა,რომელსაც უფლებამოსილების დასრულებამდე რამდენიმე დღე რჩება,ცდილობს დაამტკიცოს,ჩხოროწყუს მომავალი წლის ბიუჯეტი ეს გახლავთ,არამარტო ჩხოროწყუელი ამომრჩევლის შეურაცხყოფა და თავს ლაფის დასხმა,არამედ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბიუროკრატიული მოქმედება; ბიუროკრატია რომელიც გვეგონა რომ საბჭოეთში დავტოვეთ,დღეს ჩხოროწყუს ადგილობრივმა თვითმართველობამ გაგვიცოცხლა! ეს არის ნაბიჯი უკან !ეს არის ბიუროკრატია!ასეთი რამეები ხდება,რუსეთში,ჩრდილოეთ კორეაში და სხვა ბიუროკრატიულ ქვეყნებში ! კანონით გათვალისწინებულიო?! კანონით გათვალისწინებული, თითზე ჩამოსათვლელი დღეები, ადრეულ საკრებულოებსაც ჰქონდათ მაგრამ, მსგავსი, არასოდეს უკადრებიათ! ვფიქრობ ეყოფათ გონიერება და ამ უმსგავსო ქმედებაზე ხელს აიღებენ! დავით შენგელია 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post წინა მოწვევის საკრებულო 2022 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტს განიხილავს next post დავით შენგელია- ხვალ ჩხოროწყუში “დიდი ჩრდილოეთ კორეეობაა”