სიახლეები ჩხოროწყუელი მოსწავლეები კონდიტერის პროფესიას გაეცნობიან by chkhorotskuge 29/10/2019 written by chkhorotskuge 29/10/2019 1K ჩხოროწყუში კონდიტერის პროფესიის საბაზისო ცოდნას 15 მოსწავლე დაეუფლება. პროექტში ქალაქ ჩხოროწყუს სამივე სკოლის ახალგაზრდაა ჩართული. სწავლების ცენტრად კი რამინ დიხამინჯიას სახელობის პირველი საჯარო სკოლაა განსაზღვრული. სკოლის პარტნიორია ქალაქ ჯვარში არსებული პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ პროექტი პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდება. რომელშიც 2017 წლიდან საქართველოს ყველა რეგიონის 42 მუნიციპალიტეტიდან 259 საჯარო სკოლაა ჩართული. პროგრამა 6.000-ზე მეტმა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლემ გაიარა. 2019 წელს კვლავ დაგეგმილია პროგრამის მასშტაბების ზრდა. ჩხოროწყუში, ამ ეტაპზე მხოლოდ საბაზისო განათლებაზეა საუბარი. გათვალისწინებულია 24 შეხვედრა, რომელიც 48 საათი გაგრძელდება. იგეგმება შემდგომი თანამშრომლობა. პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ 1983 წლიდან ფუნქციონირებს. სასწვალებელში ექვსი საგანმანათლებლო პროექტი მიმდინარეობს (1. ელექტროობა 2. ექთნის თანაშემწე 3. ინფორმაციის ტექნოლოგია 4. ზეინკალ-სანტექნიკოსი 5. ფილამწყობი 6.. სამკერვალო წარმოება) შეხვედრებს და პრეზენტაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საგანმათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ჯალაღონია ესწრებოდა 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post კლიმატის ცვლილების კვირეული და ჩხოროწყუ next post მოიდანახელი გიორგი კვარაცხელიას წარმატება You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026