სიახლეები “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა”ჩხოროწყუში ნინო გულუა წარადგინა by chkhorotskuge 21/10/2020 written by chkhorotskuge 21/10/2020 1.2K “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ჩხოროწყუს ოფისში გაიმართა მარტივილის-აბაშის-ჩხოროწყუსა და წალენჯიხის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატის ქ-ნ ნინო გულუას წარდგენის ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდა პარტიის გენერალური მდივანი, ქ-ნ მარიამ ჯაში. “ჩემთვის დიდი პატივია ვიყო 4 მუნიციპალიტეტის: აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი. ჩემთვის ეს ოთხივე მუნიციპალიტეტი არის მშობლიური, ვინაიდან მე მომიწია ამ ოთხივე მუნიციპალიტეტში მუშაობა. პირობას ვაძლევ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს რომ ვიყო ხალხის ხმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში” შეგახსენებთ, “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ჩხოროწყუს ოფისს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ხელმძღვანელობს https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=135804801589847&id=107303201106674 მოკლე ბიოგრაფია ნინო გულუა ექიმი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში 25-წლიანი გამოცდილებით. იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ორგანიზაციების – გაეროს, ექიმები საზღვრებს გარეშე (MSF), საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის (IMC) და გლობალური ფონდის ჯანდაცვის პროგრამებს. აფხაზეთის ომის დროს, ფრონტისპირა სოფლებიდან წალენჯიხის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში გადმოჰყავდა ორსულები და უწევდა პატრონაჟს. საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა რაიონის საავადმყოფოსა და ამბულატორიებს. წალენჯიხაში მოღვაწეობისას მან ჩამოაყალიბა კულტურულ-სამეცნიერო ორგანიზაცია „ალბიონი“ და ბრიტანეთის საელჩოს დახმარებით ინგლისური ენა შეასწავლა 100-მდე მოზარდს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს. 2002-2003 წლებში საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის (IMC) პროგრამების ფარგლებში ნინო გულუა ზედამხედველობას უწევდა ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის ამბულატორიების მშენებლობას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას პირველადი ჯანდაცვის საკითხებში და ეწეოდა მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მაჟორიტარი კანდიდატის სახელს უკავშირდება ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“, რომელიც აქტიურად ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში და ასობით ოჯახისათვის გაუწევია სამედიცინო და სოციალური დახმარება. 2008 წლიდან ნინო გულუა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, ხოლო 2016 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს პარლამენტში. დღეს საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო – დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მრჩეველია. ნინო გულუას ჰყავს მეუღლე – ანზორ ქობალია, ორი ვაჟიშვილი – გიორგი და შალვა ქობალიები. https://www.facebook.com/115533486950207/videos/1529470507248217 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post კარლო ქაჯაიას ფოტოპორტრეტი next post 21 ოქტომბრის მდგომარეობით ჩხოროწყუში უკვე დაფიქსირებულია 26 შემთხვევა You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026