ელექტრონული კატალოგისოფელი ნაფიჩხოვო ჩაი “ლაკა’ნაფიჩხოვოდან by chkhorotskuge 28/12/2020 written by chkhorotskuge 28/12/2020 2.4K როდესაც ჩაის ბრენდ „ლაკას“ ავტორს და კომპანია „კოლხური თაიგულის“ დამფუძნებელს, დიტო გოგუას სახელწოდების შესახებ შეკითხვა დავუსვით , გაიღიმა, მანქანაში ჩაგვისვა და ლაკადას ულამაზეს ხეობაში განლაგებული პლანტაცია გვანახა. სოფელ ნაფიჩხოვოში ჩაის პლანტაციები და წარმოება სათავეს 1930 წლიდან იღებს. 90ნ წლებში სამეგრელოში ჩაის წარმოება მასობრივად გაპარტახდა, უკონტროლოდ დაინგრა და დაზიანდა ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა. ჩაი მოსახლეობამ თხილით ჩაანაცვლა, მაგრამ ადგილობრივების დამსახურებით ნაფიჩხოვოში შესაძლებლობის ფარგლებში შენარჩუნდა და შემდომში აღორძინდა პლანტაციები და ჩაის ბიზნესი. მამის გარდაცვალების შემდეგ საქმე შვილმა დიტომ .გოგუამ განაგრძო. ყველა სხვა საქმე გვერდზე გადადო, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. სირთულეების მიუხედავად ბიზნესი წინ მიდის. შეიქმნა კომპანია „კოლხური თაიგული“. შეძენილია საჭირო დანადგარები, მოწესრიგებულია ათეულობით ჰექტარი პლანტაცია. დასაქმებულთა რაოდენობა 40 ადამიანია,რაც ნაფიჩხოვოელთათვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა. პროდუქციით ევროპაშიც დაინტერესდნენ.ისახება ფართომაშტაბიანი თანამშრომლობის კონტურები. თავის საქმეზე და სოფელზე შეყვარებული დიტო გოგუა ჩაის მომზადების რთულ პროცესს გვიყვება. გვიხსნის დანადგარების მნიშვნელობას. ცოტა კი გაგვიჭირდა დეტალების აღქმა, მაგრამ მომხმარებლისთვის ხომ მთავარი შედეგია და გასინჯულმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ძველი გემო ვიგრძენით სუფთა ნატურალური,ადგილობრივი ჩაისგან რომ მოდიოდა რატომაა „ლაკა“ საინტერესო? ესაა 100 პროცენტით სუფთა, ბუნებრივი, ადგილზე მოყვანილი, იქვე დამზადებული პპროდუქტი. არავითარი ქიმია, იმპორტული პროდუქციის შეზავება. ესაა ლაკადას ულამაზესი ხეობის ნაყოფი თქვენს ჩაის ფინჯანში,რომელიც ნაფიჩხოვოშივე მუშავდება. შეძენა სუპერმარკეტ „სპარის“ ქსელშია შესაძლებელი.მაღაზიების სრული ნუსხა აღწერაშივე იქნება მითითებული. გავითვალიწინოთ ქართული პროდუქციის შეძენით ხელს ვუწყობთ საკუთარ ჯანმრთელობას, ადგილობრივ წარმოებას და არომატისგან ყოველდღურ სიამოვნებასაც ვიღებთ სხვადასხვა ტიპის ჩაი წყლის გარკვეულ ტემპერატურაზე საჭიროებს მომზადებას. მწვანე ჩაი – 70-85 C° შავი ჩაი – 95-100 C° ჩაის დასაყენებლად ყოველთვის ახალი წყალი გამოიყენეთ. ხელახლად ანადუღარი წყალი სტატუსის ვიდეოვერსია https://www.facebook.com/chkhorotsku/videos/843206373146957 გამოყენებულია ფოტოგრაფ გიორგი გოგუას სურათები top 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post გივი აბესაძეს მიერ აღბეჭდილი კუხალაშვილების ოდა next post სოფელ ჭოღის მკვიდრმა მამუკა შენგელიამ ათეული წლების წინ დაკარგული და იპოვა You may also like სოფელი ხანწკი 12/10/2025 ლედარსალეს საბაზო სკოლა 11/10/2025 ლედარსალე- ნაფიჩხუს უბანი(სოფელი) 11/10/2025 Thea’s Ethnographic Guesthouse – თეას ეთნოგრაფიული საოჯახო სასტუმრო 11/10/2025 ვალერიან ახალაია სოფელ ნაფიჩხუს შესახებ 07/10/2025 სანტექსერვისი” ჩხოროწყუსაც მოემსახურება 24/07/2025 ავეჯის სახლი “ტყუპები”- ავეჯის რესტავრაცია და დამზადება 22/05/2025 ჩხოროწყუში ევროპული ტანსაცმლის მაღაზია გაიხსნა 11/02/2025 ლეგოგუე და ლებერიეს უბნების გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოსაწყებად... 27/01/2022 საქველმოქმედო აქცია ნაფიჩხოვოში 16/01/2022