ბლოგებიმასქურის ბლოგი ღვთის უმადური ნუღარ იქნები by maskuri 01/04/2018 written by maskuri 01/04/2018 1.1K დილით აღმიძრა მთვარემ ფიქრები,ზეციდან მოსწყდა გრძნობებს სიტყვები.ადამიანად შობილო ქვეყნად,ღვთის უმადური ნუღარ იქნები. იძახი – მჯერა, იძახი, მწამსო,ღვთის სიყვარული მტკივა და მკლავსო.წირვებს ესწრები, ლოცულობ კიდეც,მარხულობ, ამაყობ მამაო მყავსო. ცოდვას ცოდვაზე ამატებ ისე,ვერ გაგიგია სიღერმე და სივრცე.აღარ იქნება კეთილი საქმე,შურით იარო და გროში გასცე. ბედს დასტირიხარ და უიღბლობას,ასევე შესთხოვ უფალს წყალობას.ბულბულს თუ ღმერთმა უბოძა ფრთები.მისივე ნებით იწყებს გალობას. გახსოვს, რომ გქონდა ლურჯი ოცნება?გახსოვს, რომ გქონდა ცის სიღრმე სული?გახსოვს, რომ გქონდა თავდაჯერება?გახსოვს, რომ გქონდა კამკამა გული? სადღა დაკარგე, ვიღამ გაგძარცვა?უიღბლობამ თუ უცოდინრობამ.უცოდინრობას შენ როგორ იტყვი,ადვილი არის თქვა უიღბლობა. უიღბლობაო, შენ ჩაიკვნესედა უმადურად შეხედე გამჩენს,სიცოცხლის მადლი ვერ დააფასე,ახლა რად ელი მსუბუქ განაჩენს? შენ მიუჩინე შენს თავს სასჯელი უნდა გტკიოდეს, უნდა იტანჯო.უმადურობდე, განიკითხავდედა გულით არა, სიტყვით ნანობდე. შენ სასწაულო, ქმნილებავ ღვთისა.რად დაგიკარგავს რწმენა თავისა?უშრომელობა, თავის მართლება.მომტანი არის საქმის ავისა. პატარა-დიდო ადამიანო,სიხარულისგან ვით განარჩიო სიამოვნებას ადევნებულხარ,ბენიერება რომ განაბნიო. სად არის შველა, სად არის მხსნელი?ფარად ვიშიშვლოთ წარსული, ძველი.ჩვენ არ ვიცოდეთ, სხვებს კი ვასწავლოთ უიღბლო ვარო, თუმცაღა – ბრძენი. პატარა-დიდო, გახსოვდეს მარად აღარ ჰყვავიან ზამთრად იები ადამიანად შობილო ქვეყნად,ღვთის უმადური ნუღარ იქნები. მასქური 0 comments 0 FacebookTwitterEmail maskuri previous post უბრუნდებიან ბუდეს მერცხლები next post თანაფა You may also like ბებოს დღიური 31/03/2025 კოტე ნაჭყებია ჩხოროწყუს ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენის შესახებ გვიამბობს 11/01/2025 ირაკლი შენგელია-ნუ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ რუსეთი არის... 05/04/2022 კოტე ნაჭყებია – ახლახან წავაწყდი პოლემიკას იმის შესახებ,... 24/01/2022 ალექსანდრე ნარსია – დედის ლოცვა 25/11/2021 მუსინექცია “ახალი ერას” ეთერში 23/01/2020 გიორგობა 2019 ოცინდალეში 02/12/2019 გახდი თქვენი სოფლის და ქალაქის სიახლეების ავტორი 06/11/2019 გასინჯეთ ჩვენებური იუმორი- გვერდი ” ჩხოროწყუს მიმები “ 23/09/2019 აქა ამბავი ~ ~ ~ 12/08/2019