კულტურული მემკვიდრეობა “ობელისკი” ავტორი: chkhorotskuge 02/02/2021 მიერ დაწერილი chkhorotskuge 02/02/2021 3.4კ ჩხოროწყუს ცენტრში ომისა და შრომის გმირების ობელისკი დგას. 1957 წლის 7 ნოემბერს მამანტი კვირტია ადგილობრივ გაზეთ “სტალინის დროშაში” ჩხოროწყუს ახალ ღირშესანიშნაობაზე შემდეგს წერდა “ჩვენი რაიონის ცენტრში ამ დღეებში აღიმართა ძეგლი-ობელისკი, რომელიც ჩხოროწყუს რაიონის მადლიერმა მშრომელებმა მიუძღვნეს ოქტომბრის რევოლუციის ვეტერანებს, საბჭოთა ხელისუფლებისთვის აქტიურ მებრძოლებს , 1941-45 წლის ომის მონაწილეებს. ძეგლის ავტორია არქიტექტორი შალვა თავაძე. მშენებლობა მაშინდელი ფულით 250 000 მანეთი დამჯდარა. პირველად ობელისკის სიმაღლე 21.5 მეტრი გახლდათ.ტრადიციული ოთხწახნაგოვანი ფორმის მაგივრად ხუთწახნაგოვანია. პოსტამენტსა და თვით ობელისკს შორის იყო ძეგლი, რომელშიც გამოქანდაკებული ყოფილა ბრძოლის სხვადასხვა ეპიზოდები, ციტატები. მაკეტი წვეროზე კი დადგმული ქონდათ სამამულო ომის ორდენი.ჩამოსხმულია ბრინჯაოსგან. პოსტამენტი მოპირკეთდა ბოლნისის ტუფით, ხოლო ობელისკი- ქართული სადახლოს მარმარილოთი. 1962 წელი სურათი აღებულია ჩხოროწყუს მუზეუმის ფოტოარქივიდან “ობელისკი და ჩხოროწყუს ქუჩები ჩხოროწყუს განვითარებასთან და პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად მისი მნიშვნელობა და ვიზუალური ელემენტები იცვლება . ამიტომ არაა გასაკვირი ხან ომის და შრომის ვეტერანთა ობელისკს უწოდებენ , ხან დიდების ობელისკს. საბჭოთა კავშირის ნგევის შემდეგ კი მკვეთრი ცვლილებები გადაწყდა. ობელისკი დღეს სულ სხვანაირია. ახალ წელს კი სადღესასწაულოდაც კი გამოიყენება. ევლინა მანჯგალაძეს ფოტო ობელისკი ჩხოროწყუს ღირშესანიშნაობაა. ბოლშევიკური წარსული უკვე წარსულშია. მე შევეცადე მისი ისტორია თქვენთის მომეთხრო ლაშა მებონია ობელისკიქალაქი ჩხოროწყუ 0 კომენტარები 0 ფეისბუქიTwitterელფოსტა chkhorotskuge წინა პოსტი ნუგზარ ჟვანია “ხაბუმელები მეორე მსოფლიო ომში” შემდეგი პოსტი ჩხოროწყუ 1962 წელი შეიძლება თქვენც მოგეწონოთ ოცინდალეს კომპლექსი ( ოსინდალე, ოსინჯალე) 22/02/2023 ვლოგების სერია “ჩხოროწყუს სოფლები” 24/03/2021 ოსინდალეს კომპლექსის ზედა ტერასა 01/03/2021 უკეთესად გავიცნოთ სოფელი ხაბუმე 29/01/2021 გავიცნოთ ისტორიული სოფელი ახუთი 15/11/2020 მოიდანახეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია 11/07/2020 კუხალაშვილების ოდა 14/06/2020 სოფელ კირცხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი 14/06/2020 სანაროუშვილო, სოფელი ახუთი. ეკლესიის ფრაგმენტები 10/05/2020 გვიან ფეოდალური ხანის ეკლესია ახუთში 10/05/2020