ნოდარ ჯალაღონიას შემოქმედება ნოდარ ჯალაღონიას ცხოვრების გზა by chkhorotskuge 30/07/2019 written by chkhorotskuge 30/07/2019 1.5K ნოდარ ჯალაღონიას 85 წელი შეუსრულდებოდა . გადავწყვიტეთ ციფრულ ბიბლიოთეკა ” ივერიელში” არსებული ნოდარ ჯალაღონიას ფოტომასალის ბაზაზე მისი გზა ერთად გვენახა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ პოეტი. ნოდარ დომენტის ძე ჯალაღონია 1934 წელს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში დაიბადა. მისი ოდაბადე მეორე ( ხაბუმის) ჯუმითია . პოეტის ცხოვრება ისე წარიმართა, რომ სენაკსაც დაუკავშირდა. იყო სწავლა, თბილისი, მაგრამ ჯუმითი და ხაბუმე მის გონებაში მაინც მშობლიურ კერად დარჩა. ლექსი ჯუმითზე ნოდარის მშობლები: დომენტი ჯალაღონია და ქიონია ფიფია საბავშვო ბაღი ხაბუმეში. ბავშვებს შორის ნოდარიცაა მარცხნიდან: პირველი – ალიკო ჯალაღონია( ნოდარის ძმა, შემდგომში საზოგადო მოღვაწე და პოეტი), მეორე – ნოდარ ჯალაღონია. ალიკო ჯალაღონია, ნოდარ ჯალაღონია, ქიონია ფიფია და ვერა შეროზია შვილებთან ერთად ფოტო გადაღებულია ქალაქ ბათუმში. მიკროფონთან ნოდარ ჯალაღონია. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს, ხოლო 1969 წელს მოსკოვის მაქსიმ გორკის უმაღლესი ლიტერატურული კურსები. მუშაობა დაიწყო ბათუმის მუზეუმში; მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1955 წელს, ხოლო პირველი კრებული “სიმღერის გაზაფხული”, 1959 წელს. ნოდარ ჯალაღონია მუშაობდა კორესპოდენტად. იყო საქართველოს ტელევიზიის თანამშრომელი. 1971-1974წწ. საქართველოს ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა რედაქციის უფროსი რედაქტორი; 1974-1993წწ. საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის სატელევიზიო ფილმების სტუდიის ჯერ რედაქტორი, შემდგომ სატელევიზიო ფილმების სარედაქციო კოლეგიის წევრი; ნოდარ ჯალაღონია მწყემსებთან ერთად ვლადიმერ ხართიშვილი და ნოდარ ჯალაღონია ნოდარ ჯალაღონია მეუღლესთან, მანანა შალიკიან-ჯალაღონიასთან ერთად სამხედრო გადატრიალების შემდეგ ნოდარ ჯალაღონია არასასურველ პერსონათა რიგში მოხვდა. მან უარი თქვა პუტჩისტებთან თანამშრომლობაზე და 90-ბის რეპრესიები გამოიარა. სიცოცხლის ბოლომდე ის დარჩა საკუთარი პრინციპების ერთგული ნოდარ ჯალაღონია ოჯახთან ერთად პოეტი ჩვენგან 2018 წელს წავიდა ნოდარ ჯალაღონიას გვერდი ჩვენ საიტზე, რომელიც პერიოდულად განახლდება. 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ნიჭიერი, მისთერ იაგო next post LED ნათურებით ჩხოროწყუს გარე განათება განახლდა You may also like გაიცანით, ბექა ჯიჯელავა 01/07/2026 ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი დიდოსტატი ევროპის ელიტაში 20/04/2026 წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 აკაკი ლაგვილავა-ახლა მისი დროა 12/01/2025 ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან 26/04/2024 მსახიობი და მომღერალი დავით შენგელია 10/01/2024 სახელმწიფო რეესტრს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა “მუხურის თაფლი” დაემატა 24/12/2021 ალექსანდრე ნარსია – დედის ლოცვა 25/11/2021 გენრიეტა ჭითანავა 25/09/2021 22 წლის გიორგი ვეკუა ქვედა ჩხოროწყუში და ნაკიანში... 24/09/2021