1.1K როცა გავაცილე მთვარე,ცაზე ვარსკვლავები გაჩნდა.და ამ მოწმენდილ ცაზეუცხო ვარსკვლავები ჩანდა. ფიქრი მოიტაცა ქარმა,ღრუბელს მიეფარა ღამე.შენი სიყვარულით ვიწვი,განა დავაშავე რამე? აი, დაჰკრა სხივმა ზეცით,ქარი ამოვარდა გიჟი.ღრუბლებს ერეკება, შავებს,მე კვლავ სიყვარულით ვიწვი. მთვარის გაცილება მახსოვსროგორ ჩამოწვა ბინდი.წლების მანძილზე მარტოშენსკენ ნაბიჯებს ვთვლიდი. შენკენ მომავალ გზაზეოცნებას ფიქრში ვცვლიდიდა გაცილებულ მთვარესასე გავუბი ხიდი. და ამ ხიდის იქით, ბილოს,მთვარე მომღიმარი იდგა,მისგან მომავალი სხივისულის სიამეს მგვრიდა. ქარმა დამიბრუნა ფიქრიდა მეც ჩემს სათქმელს ვიტყვი.მთვარე, მაპატიე, თუკიუშენოდ ბედსა ვცდიდი. შენთან გაცილების შემდეგსულის სიმარტოვე მღრნიდა,ახლა დაგიბრუნდი ისევ –შენთან ქორწინება მინდა. როცა გაგაცილე, მთვარე,ირგვლივ ჩამოწვა ღამე,ვერც მზე აღწევდა წყვდიადს,უშენოდ ბნელოდა, მთვარე. ახლა დაგიბრუნდი ისევ,შენთან ქორწინება მინდა!მზისგან ვიგრძენი სითბო,შენგან – სიყვარული წმინდა. მასქური 0 FacebookTwitterEmail maskuri previous post ახალი ქანდაკება : გალაკტიონ ტაბიძე. მასალა: ქვა. …. next post გრიგოლ შენგელია “გვიანი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალები ოჩხომურიდან”