1.2K კითხულობს : ამირან ჯანჯღავა ლექსის ავტორი : ლაშა გახარია სამადლო თოვლი არ შეგაგონო, გული ვით მიზამს: ერთ იად არ ღირს, რაც უბარდნია; არ იგუნდაო სხვის თოვლით, მირზა! თოვლსაც… ქალივით დაგამადლიან. იმ ქერა თმასაც შეგახსენებენ, რომ შეაშფოთეს დალალ-შოლტები და ლარიქსებზე მოქსოვილ ვნებებს ჩამოატყდებათ სიზმრის ტოტები. სხვა ღამისაა სანთლები არყის და ლექსიც ცივი ცის ფოთოლია; მშობლიურ თოვლის ფიფქადაც არ ღირს, სხვის ქვეყანაში რაც უთოვლია. 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ლაშა გახარია- გრანელიშა საჩიარი next post ლაშა გახარია – გინოძირაფა