ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები კოსტას და პელაგიას ოჯახის ამბავი ავტორი: chkhorotskuge 03/04/2021 მიერ დაწერილი chkhorotskuge 03/04/2021 3.3კ 1937 წელს, ლეწურწუმეში კოსტა წურწუმიას დახვრეტის შესახებ შეიტყვეს. უცნაური ბედი ქონდა კოსტას….. „მაზნიაშვილის რაზმის“ წევრი, შემდეგში შინსახკომში აღმოჩნდა. ზუგდიდის განყოფილებაც ჩააბარეს, მაგრამ მის წარსულს ბოლომდე არ ენდობოდნენ და ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალა…არცაა გასაკვირი შინსახკომელთან ხომ ადრე თვით აბრაგი ფიფია იმალებოდა. ციალა და უკი წურწუმიები ბორჯომში კონსტანტინე წურწუმიას დაპატიმრების საღამოს ეს სურათი მშობლებმა ბავშვებს დაპატიმრების წინ გადაუღეს. არ იცოდნენ იმ ღამეს მათი ცხოვრება ძველებურად აღარ გაგრძელდებოდა. კონსტანტინე წურწუმია და პელაგია ესართია-წურწუმია ეულად დარჩენილი კოსტას მეუღლე პელაგია ესართია თვითონაც დაპატიმრებას ელოდებოდა, დახვეწილი გემოვნების მქონე კაბებს თბილისელ საშა პარტნოისთან იკერავდა. საშა გასაქცევად ემზადებოდა და პელაგიას გადასარჩენად ქვეყნიდან გაქცევა და პარიზში მოდების დიზაინის განხრით ერთობლივი მუშაობა შესთავაზა, თუმცა გეგმა ჩაიშალა. „ნკვდმ“ პელაგიასაც მოაკითხა , საშამ თავს უშველა და გეგმა განახორციელა პელაგია კონსტანტინეს მკაცრი ბრალდება წარედგინა „რომ იყო მემარჯვენეთა ა/ს ორგანიზაციის წევრი. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას და ამავე დროს იცოდა საქართველოს კპ(ბ)-ს ცენტრალური კომიტეტის მდივნის, ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მზადების შესახებ.“ მომხსენებელი: კრიმიანი შინსახკომის სამეული: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციასხდომის თარიღი: 11/10/1937დახვრეტის თარიღი: 11/12/1937 პელაგია როდესაც გადასახლებიდან დაბრუნდა, საუკეთესო ტანსაცმლის დამზადება დაიწყო. სახელგანთქმული მკერავის შექმნილიკაბები ახლაც ოჯახში ინახება….ბოლშევიკები? მან მათ ვერ აპატია. „მათი პენსიაც არ მინდაო“ უთქვია და ხელი არ გაუკარებია. პელაგია ესართია ოჯახში ორი გოგონა იზრდებოდა…. როდესაც კონცერტზე ერთ-ერთი გამოდიოდა, ვიღაც ბოლშევიკი მსმენელი განრისხებული ფეხზე წამომდგარა…. „მამა სამშობლოს მოღალატე და ესენი აქ მუსიკოსებონო“ მათ წარმატებული ცხოვრება ჰქონდათ , ერთ ცნობილი ინჟინერი გახლდათ.მეორე კი- ბანკის მმართველის მოადგილე. ციალა წურწუმია- კონსტანტინესა და პელაგიას შვილი უკი წურწუმია-კონსტანტინესა და პელაგიას შვილი პელაგიასგან ელეგანტურობა და ხელოვნების სიყვარული მემკვიდრეობად ერგო. ეს ოსტორია კი ქალბატონ ნათია ასათიანის დამსახურებით დაიწერა. გაქვთ საინტერესო ისტორია ან ფოტოალბომი? მოგვაწოდეთ, ციალა წურწუმიაციალა წურწუმია და გულიკო ქობალიაქორწინების ფოტო მურიკო ასათიანი და უკი წურწუმია ციალა წურწუმიას პროფილის ანაკვეთი ბორჯომიუკი წურწუმია ბორჯომშიმურმან ასათიანი და უკი წურწუმიაციალა წურწუმია კლასელებთან ერთად სოფელი ლეწურწუმე 1937ისტორიებირეპრესირებულები 0 კომენტარები 0 ფეისბუქიTwitterელფოსტა chkhorotskuge წინა პოსტი სურათები ლეწურწუმედან. მოგვაწოდა ირმა ესართიამ შემდეგი პოსტი ოცინდალეს ეკლესიის ეზოში ნერგები დაირგო შეიძლება თქვენც მოგეწონოთ გაიცანით, ბექა ჯიჯელავა 01/07/2026 ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი დიდოსტატი ევროპის ელიტაში 20/04/2026 წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 სამოციანი წლების ჩხოროწყუ 10/10/2025 ახუთის ტოპონიმები ტოპონიმიკის კრებულის მიხედვით 27/06/2025 სოფელ ლეწურწუმეს ტოპონიმიკა 26/06/2025 სოფელ ლესიჭინეს ტოპონიმიკა კრებულის მიხედვით 22/06/2025 მოიდანახეს სასაფლაო ქვის საიდუმლო 04/06/2025 ეროვნულ გმირს, კობა წურწუმიას 41 წელი შეუსრულდებოდა 23/04/2025 აკაკი ლაგვილავა-ახლა მისი დროა 12/01/2025