1.2K ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. სოფელ კირცხში 3- კილომეტრიანი ბეტონის გზა იგება. პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე არხი. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 225 000 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია. სამუშაოები მიმდინარე თვეში დასრულდება. სამუშაოებს სს ,,არქეოპოლისი“ ასრულებს. გალერეა 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post მდინარე ხობისწყალში გაურკვეველი სითხე ჩაედინება next post ვლადიმერ გოროზია- ჩხოროწყუს ისტორიიდან