სიახლეები იარსებებს თუ არა საფეხბურთო კლუბი ჩხოროწყუს “სამეგრელო” ? გუნდი კრიტიკულ მდგომარეობაშია ! by chkhorotskuge 13/10/2019 written by chkhorotskuge 13/10/2019 1.2K რამდენიმე თვის წინ, ჩემთვის საპატივცემულო ადამიანებმა მთხოვეს ჩხოროწყუს ფეხბურთისთვის საიტი დამემზადებინა და უარი ვერ ვუთხარი. კონტენტი მოვიძიე , ძრავა და თემა შევარჩიე. ერთადერთი დომეინის ფული იყო გადასახადი. კი გამიკვირდა რომ 30 ლარი არ ქონდათ, მაგრამ გავუღიმე, ალბათ ცოტა ხანში მოხერხდება, თუმცა თვების შემდეგაც ასეთი გაღიმებული დავრჩი. არავინ შემეხმიანა….. როცა მოლოდინის რეჟიმი ყველა ადეკვატურ ვადას გადაცდა, 30 ლარი ჩემი ჯიბიდან ამოვიღე და ჩხოროწყუს ფეხბურთის დიადი, საქმეებით დაკავებული მენეჯმენტი ამაშიც კი არ შევაწუხე. საიტი ჩაირთო, უკვე 2 თვეა მუშაობს, მაგრამ 1 ( ერთ) კაცსაც არ გახსენებია, 1 ( ერთი ) ინფორმაციაც არ მოუწოდებიათ. ინტერესი=0ს. ვეცდები კვლავ ჩემი და გულშემატკივრების ძალებით საიტმა მუშაობა გააგრძელოს, მაგრამ ბატონებო, ჩემთან კი არაა სირცხვილი, თქვენი ინერტულობაა სრული გაუგებრობა. როგორც კულისებიდან ცნობილი ხდება, გუნდი დაშლის პირასაა. მძიმედაა ჰონორარების გაცემის საკითხი, ხოლო გულშემატკივრები ტრიბუნაზე საკუთარ კლუბს კი არ გულშემატკივრობს, მწვრთნელს და ფეხბურთელებს დედას აგინებენ. ჯერ ერთი, პატარა მუნიციპალიტეტისათვის ასეთი ქმედება მიუღებელია, რადგან ყველა მათგანი ან ჩვენებურია ან რაიონის ოფიციალური სტუმარი. მეორე, მგონი დროა გულშემატკივრებს კითხვა დაგვებადოს , თუ რა ბედი ეწევა არა მარტო ჩხოროწყუს „სამეგრელოს“, მთლიანად ადგილობრივ სპორტს, სადაც სტანდარტების ამაღლების გარეშე ფონს ვერავინ გავა. მერიის დადანაშაულებაც მიუღებელია. დათო გოგუამ მკვდრეთიდან გააცოცხლა გუნდი, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთი სწორ დაანგარიშებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე დახარჯული თანხები წყლად იქცევა და ხობისწყალს გაყვება. ქალთა ფეხბურთი ფაქტიურად მოისპო, საბავშვო ფეხბურთის დონე არასაკმარისია, ახლა უკვე მთლიანად კლუბია დაღუპვის პირასაა და მერია, ამ კლუბის სტაფი, გულშემატკივრები, ფეხბურთელები ხომ არ შევხვედრილიყავით? კითხვები არსებობს, პასუხები კი არ ჩანს! მხრების აჩეჩვა პასუხი არაა. საიტზე არავინ იდარდოთ. ამას ჩვენ მივხედავთ, მაგრამ სულ ნუ ჩავკლავთ ჩხოროწყუში ფეხბურთს! პატივი ვცეთ მოწვეულ მწვრთნელს, პროფესიონალს, ვისაც ეს საქმე აბარია და იქნებ გავიზარდოთ….. სირცხვილია. უკვე 2019 წელია. აქ კი ვარჯიშის, ჰონორარების, სავარჯიშო ბაზის გარეშე გვინდა წინ წავიდეთ? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post შეხვედრა პედაგოგებთან next post შურუბუმუ, მდინარე დეიძახი და უნიკალური მღვიმე You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026