სიახლეები ‘დეიძახის” ლოდი დეიძახის მღვიმესთან by chkhorotskuge 13/06/2021 written by chkhorotskuge 13/06/2021 1.6K ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის, ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმისა და ტურისტთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლების მიერ სოფელ მუხურის მახლობლად, მიწისქვეშა მდ. ”დეიძახის” ვოკლუზური წყაროების მიდამოებში აღმოჩენილ იქნა დიდი ზომის ერატიკული (იგივე გადააადგილებული, მოხეტიალე, ობოლი) ლოდი. ლოდის გარშემოწერილობა 16 მეტრია, წონა ასსამოც ტონამდე. ლაბორატორიული გამოკვლევებით დადგინდა, რომ იგი არ არის ადგილობრივი წარმოშობის და ჩამოტანილია მაღალი სიმკვრივის ქვატალახოვანი ღვარცოფის მიერ (ან მყინვარის ) მიგარიას კირქვული მასივის მიღმა მდებარე ბაიოსური ასაკის ტუფქვიშა ქვებით აგებული ტერიტორიიიდან. ეს ლოდი არის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ოდესღაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა კატასტროფული მასშტაბის სტიქიურ მოვლენას. ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის თანამშრომლების, ქალაქ ჩხოროწყუს N 2 საჯარო სკოლის პედაგოგების, მერიის თანამშრომლის ედემ კვარაცხელიას, ტურისტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ტარიელ შენგელიას ინიციატივით კეთილმოეწყო ბუნების ამ უნიკალურ ფენომენამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი. ტერიტორია გაიწმინდა ეკალ-ბარდებისაგან.მიმდინარე წლის 8 ივლისს ლოდზე აღიმართა ჯვარი. ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი დიდ მადლობას უხდის ყველა იმ ჩხოროწყუელს, ვინც სათანადო წვლილი შეიტანა ამ საქმეში. ”დეიძახის” ლოდი შურუბუმუს მღვიმესთან, ვეშაპის ქანდაკებასთან და მდ. ”დეიძახთან” ერთად შესანიშნავ ტურისტულ ობიექტს წარმოადგენს!!!! ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის ინფორმაცია 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ნუგზარ ჟვანია- დიდი მდინარის პატარა შენაკადი next post ჩხოროწყუს “სამეგრელოს 28 წლის პაატა ბუკია გაწვრთნის You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026