მართვა და სამოქალაქო ცხოვრება დასაქმების საიტები და რეგიონები. ინტერვიუ თემურ თოდუასთან by chkhorotskuge 29/03/2018 written by chkhorotskuge 29/03/2018 2.2K ბოლო პერიოდში საიტმა work.ge –მ პოპულარობა მოიპოვა და მომხმარებელთა ნაწილი დასაქმების პრობლემის მოგვარებას ინტერნერტის საშუალებითაც ცდილობს. გთავაზობთ ინტერვიუს work.ge-ს დამფუძნებელ თემურ თოდუასთან თემო, რეგიონებში დასაქმების საიტები ნაკლები პოპულარობით სარგებლობს და ადამიანები ძიების დროს მხოლოდ პირადი ნაცნობობით შეისაზღვრებიან. რამდენად დაეხმარება მათ თქვენი ტიპის საიტი და რას ურჩევდით სამუშაოს მაძიებლებს? – ზოგადად საქართველოს რეალობაში ადამიანების დიდი ნაწილი სამსახურის ძიების პროცესში საკმაოდ პასიურია და მცირეა იმ ადამიანების ჯგუფი ვინც აქტიურად ეძებს სამსახურს. ვერ ვიტყვი რომ ყველა ადამიანი ნაცნობობით ეძებს სამსახურს, თუმცა სამსახურის ძიებისას სანაცნობო წრის გამოყენება საკმაოდ აპრობირებული მეთოდია არა მარტო საქართველოში არამედ ფაქტიურად ყველა ქვეყანაში და ეს საკმაოდ ნორმალურია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვგულისხმობ ნაცნობების დახმარებით სამსახურის მოძიებას და არა ნაცნობობით დასაქმებას. ვაკანსიის საიტები ადამაიანებს ეხმარება მოიძიონ ინფორმაცია არსებული ვაკანსიების შესახებ, შესაბამისად სამუშაოს ძიების პროცესში ეს ერთგვარი დამხმარე ინსტრუმენტია, თუმცა მაძიებელმა მისი პროფესიის და სასურველი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება რაც შეიძლება დაეხმაროს მას სამსახურის პოვნაში -ეს შეიძლება იყოს იგივე ვაკანსიების საიტი, სანაცნობო წრე, ტელეფონით/მეილით დაკავშირება ან უშუალოდ მისვლა კომპანიებთან და საკუთარი კანდიდატურის შეთავაზება და ა.შ. როდესაც კანდიდატი კომპანიას სთავაზობს თავის კანდიდატურას, ამ დროს მნიშვნელოვანია გააცნოს თავისი შესაძლებლობები დამსაქმებელს, და ეს არ უნდა იყოს “სამსახურს ვეძებ და რამე ვაკანსია ხომ არ გაქვთ?” ან “სამედცინო მაქვს დამთავრებული და სამსახურს ვეძებ”- ის ტიპის შეთავაზება, არამედ კონკრეტულად თუ რისი გაკეთება და რა შედეგის მოტანა შეუძლია მას დამსაქმებლის სასარგებლოდ. რა ტიპის ვაკანსიებია სამეგრელოში? – სამეგრელო დიდი რეგიონია და შესაბამისად წარმოდგენილია კომპანიები არაერთი ინდუსტრიიდან და შესაბამისად ვაკანტური პოზიციებიც მრავალმხრივია. ყველაზე აქტიური სფერო რომ გამოვყოთ ალბათ ისევე როგორც მთელს საქართველოში აქაც საფინანსო სექტორი ლიდერობს. ძირითადი მოთხოვნა დასაქმების მსურველთა მხრიდან ფიზიკურ სამუშაოებზეა, მაგრამ დამსაქმებლის დადებული მოთხოვნები ხშირად არაადეკვატურია. რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს დამსაქმებელმა, როდესაც რეგიონში კადრებს ეძებს? – ფიზიკური შრომა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო და უფრო ნაკლებად მოთხოვნადი ხდება, ამიტომ სასურველია ადამიანებმა ახალი უნარები შეიძინონ და განავითაონ იმისათვის, რომ უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ შრომის ბაზარზე. მესმის ხშირ შემთხვევაში ეს რთულია მაგრამ რეალობა ასეთია. დამსაქმებლების მხრიდან რაც შეეხება ხარვეზებს, ალბათ ყველაზე შესამჩნევია გამოცხადებულ ვაკანსიაზე ისეთი მოთხოვნების დაწერა, რომელიც შეიძლება რეალურად არც ჭირდებოდეს კანდიდატს იმისთვის რომ დაკისრებული სამუშაო წარმატებით შეასრულოს. ამასთანავე ჩვენს რეალობაში შეიძლება ყველას არ ჰქონდეს CV ან არ იცოდეს ელ-ფოსტის გამოყენება, თუ დამსაქმებლისთვის ეს უნარი მნიშვნელოვანი არ არის, მაშინ კანდიტატმა მეილზე რეზიუმეს გაგზავნის გარეშე უნდა შეძლოს ვაკანსიაზე ინტერესის დაფიქსირება, იმისათვის რომ დამსაქმებელმა ხელიდან არ გაუშვას საინტერესო თანამშრომლის პოვნის შესაძლებლობა. იღებთ თუ არა განცხადებებს ჩხოროწყუდან ? ჩვენ ჯერ-ჯერობით სტარტაპის ეტაპზე ვართ მხოლოდ რამდენიმე ვაკანსია იყო ჩხორწყუში გამოცხადებული, თუმცა სამსახურის მაძიებლებს სხვა ვაკანსიების საიტებითაც შუძლიათ ისარგებლონ და ნახონ მიმდინარე ვაკანსიები. მაგალითად work.ge-ს გარდა შეუძლიათ ესტუმრონ jobs.ge-ს და hr.ge-ს. ასევე სახელმწიფო სამსაუხურით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ დაათვალიერონ საჯარო სამსახურის ბიუროს საიტი hr.gov.ge რამდენადაც ვიცით ჩხოროწყუსთან ხართ დაკავშირებული.. – დიახ, დედულეთი მაქვს ჩხოროწყუს რაონში, სოფელ ზუმში 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post 1969 წლის ხაბუმის ვიდეოქრონიკა next post უბრუნდებიან ბუდეს მერცხლები You may also like ჯუმბერ იზორია-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი 05/07/2026 კობა ჯიქია -ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 03/07/2026 ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026