სიახლეები გიორგი გოგუა -ყველგან და ყოველთვის ვეცდებით ჩვენი ჩხოროწყუს სახელი ისმოდეს! by chkhorotskuge 09/02/2025 written by chkhorotskuge 09/02/2025 4.1K ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარე გიორგი გოგუა 2025 წლის 2-3 თებერვალს ვიმყოფებოდი საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაცია – Ayacg -ის მიერ განხორციელებული პროექტის, “მუნიციპალური ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების შესაძლებლობების გაძლიერება” დასკვნით, შემაჯამებელ ღონისძიებაზე, სადაც პროექტის დონორებს ასოციაციამ წარუდგინა ანგარიში. პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების კომპეტენციებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის ხელშეწყობას. ორ ეტაპად განხორციელებულმა ინიციატივამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საბჭოების ეფექტურობა, ხოლო წევრები აღჭურვა აუცილებელი ცოდნითა და უნარებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაცია საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტებში არსებულ მერის ახალგაზრდულ სათათბირო ორგანოებს – მრჩეველთა საბჭოებს აერთიანებს და საფუძველს უყრის ამ მნიშვნელოვანი ორგანოების მტკიცე კავშირს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო 2018 წლიდან ფუნქციონირებს და მერიის უშუალო თანადგომითა და ხელშეწყობით მნიშვნელოვან და საამაყო ახალგაზრდულ პოლიტიკას აწარმოებს. მინდა სიამაყით აღვნიშნო: რომ არა ის განსაკუთრებული ყურადღება, რომელსაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდულ მიმართულებას აქცევს და რომ არა მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა, რომელსაც ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბირო იღებს მუნიციპალიტეტის მერიისგან, ჩვენი გუნდი საამაყო და მდგრად საქმიანობას ვერ აწარმოებდა! სწორედ ამგვარ თანამშრომლობაზე დაფუძნებული საქმიანობა განაპირობებს წარმატების სამომავლო პერსპექტიულობას! აქვე კი, იმ გუნდის სახელით, რომლის ლიდერობის პატივი და ნდობა მერგო, მინდა მადლობა გადავუხადო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას, ჩვენი გუნდის წარმატების გარანტიას, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურსა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციას. ჩვენ ერთად, ერთიანი ძალებითა და შესაძლებლობებით განვაგრძობთ განვითარების მაღალ გზებზე სიარულს. ყველგან და ყოველთვის ვეცდებით ჩვენი საამაყო ჩხოროწყუს სახელი, მაღალი ეშალონებიდან ისმოდეს! 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ჩატარდა პროექტი „ნორჩი მწიგნობარი“-ს მორიგი ტური next post ჩხოროწყუში ევროპული ტანსაცმლის მაღაზია გაიხსნა You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026