სიახლეები ასოციაცია ,,აფუნი” სახელით 29-30 ივნისს ჩხოროწყუში ტარდება წამახალისებელი ინტელექტუალური თამაში „ემუორე მუორე“ by chkhorotskuge 28/06/2022 written by chkhorotskuge 28/06/2022 1.5K ასოციაცია ,,აფუნი” სახელით 29-30 ივნისს ჩხოროწყუში ტარდება წამახალისებელი ინტელექტუალური თამაში „ემუორე მუორე“ ის დაახლოებით „რა? სად? როდის?“ თამაშის მსგავსია, ოღონდ მეგრულად იქნება წარმოდგენილი. გუნდები ეჯიბრებიან ორ ასაკობრივ ჯგუფში : 14-18 წელი; 18 წელი და ზევით. 29 ივნისს იქნება შეჯიბრება გუნდებს შორის და 30 ივნისს მონაწილეების დაჯილდოვება და კონცერტი. რაც შეეხება თვითონ ინტელექტუალურ თამაშს. ის ძირითადად მეგრულ ენაზე იქნება, თუმცა შეტანილი იქნება ქართულის, სვანურისა და ლაზურის ელემენტებიც. ზოგიერთ მეგრულ, სვანურ თუ ლაზურ სიტყვას, რომელიც გაუგებარი იქნება მონაწილისათვის, ფრჩხილებში ქართულ ენაზე ექნება განმარტება. თამაშზე წარმოდგენილი კითხვები ძირითადად შეეხება როგორც ზოგადად ენობრივ საკითხებს, ასევე ისტორიას, კულტურას და კიდევ სხვას, რაც ჩვენი იდენტობისთვის არის დამახასიათებელი. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულებისათვის საკმაოდ საინტერესო პრიზებია დაწესებული: „აფუნიშ ატარი“ („აფუნის“ თასი) პირველი ადგილებისათვის (დაბალი და მაღალი ასაკობრივი ჯგუფი), ალიო ქობალიას ქართულ-მეგრული ლექსიკონი, მამანტი კვირტიას „კვიმატი“ (წერილები, გამოკვლევები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით), ფონიავას „ვისაუბროთ მეგრულად“ და სხვა. ჯილდოებს შორის არის სპეციალური მედალი და სიგელი ყველა მონაწილისათვის ამ სახის ღონისძიება პირველად ტარდება ქართულ სივრცეში მეგრულად და , გამომდინარე, თქვენ იქნებით პირველები და თაობებისთვის საამაყო გადასაცემი გექნებათ. თამაში გუნდურია (ზარანდი-გუნდი). გუნდების რეგისტრაცია დაიწყება: 11 საათზე. მობრძანდით რესტორან ,,სამეფო”-ს მეორე სართულზე. +995 598 60 28 91 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე საკითხის გატანის შესახებ იმსჯელა next post ჩხოროწყუს მასწავლებელთა მეორე კონფერენცია You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026