ლაშას ბლოგი ანგელოზის თავგადასავალი by chkhorotskuge 30/08/2018 written by chkhorotskuge 30/08/2018 1.2K როცა ხაბუმეში ჩამოვდიოდი, პატარა მაროსთან ერთად ნარგიზა გვმასპინძლობდა. ის ჩემი მამიდაშვილი გახლდათ, რომელიც ჯამრთელობის პრობლემების გამო სენაკიდან ბებიასთან გადმოიყვანეს. არ ეგონათ დიდხანს იცოცხლებდა, პროგნოზი არასაიმედო იყო. მარომ თავისი მფარველი კალთა გადააფარა, წარმოუდგენელი სიყვარული აჩუქა და ჩვენს დასვენებასაც ყოველთვის ნარგიზას ხელიც ეტყობოდა. მარჯვნივ ნარგიზა ყურაშვილი თინა და ნარგიზა ყურაშვილები.შუაში-ავტორი სულ გვაკონტროლებდა და კეთილი ანგელოზივით თვალებში გვიყურებდა, რა აღარ აწუხებდა? სმენადობა, ათასი ტკივილი, მაგრამ ჩვენ ვიყავით მისი ოჯახი,დარდი და ჯამრთელობაც. შვილიშვილებიდან უფროსი იყო, მე-უმცროსი. მახსოვს როგორ ავსებდა სიყვარულის დღიურებს, რომელსაც ცხოვრება ვერ მისცემდა. ის კი ოცნებობდა თავის პრინცზე, კეთილ, უბოროტო, მასავით გონებით ნათელ ადამიანზე, თუმცა განგება ხომ მის მიმარზთ უკიდურესი დაუნდობელი აღმოჩნდა, ჩვენგან 35 წლის ასაკში წავიდა. ექიმებმა განცვიფრება ვერ დამალეს,რომ ამდენი შეძლო…ბებომ მას ხომ თავისი სულის ნაწილი გადაუნერგა და ნარგიზას გარდაცვალების შემდეგ თვითონაც ჩაქვრა,დაჭკნა …ძალა დაკარგა….. ახლა როცა მათ სახლში ვარ, მუდმივად ჩემთან არის ორი მფარველი ანგელოზი:პატარა მარო და ჩემი დიდი ნარგიზა. როცა ვნერვიულობ, თითქოს გაღიმებას მთხოვენ, არ მაძლევენ მოწყენის უფლებას,სტუმრებსაც ისევ ხვდებიან და მათი გზა ბილიკია,რომელიც გაგვიმზადეს დადებითი ენერგიის, მომავლის რწმენის მისაღებად. სევდიან ისტორიად ნუ მიიღებთ. მარომ ხომ მას სამ ათეულ წელზე მეტი აჩუქა,მე კი ორივემ ის საოცარი აურა მიძღვნეს, აქაურობას თან რაც გასდევს. 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post კინტირია შენგელია-ხაბუმელი ვაჭარი, რომელიც სოხუმში სასტუმროს ფლობდა next post ახალგაზრდული დღეები 2018 კინოკონკურსი You may also like ცხრა წყაროს გზა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გენეზისისა და განვითარების... 09/07/2025 ბებოს დღიური 31/03/2025 მოლოდინი 07/04/2019 1969 წლის ხაბუმის ვიდეოქრონიკა 20/03/2018 პატარა პარიზთან 01/03/2018 “დადიანების მაგნოლიები”-დადიანების ყოფილი აგარაკი, ბილიკი, წყარო და სკოლაში... 04/08/2017 როგორ “დაიბადა” ჩხოროწყუ? 26/07/2017 ჩხოროწყუობა2016 05/11/2016 🟩 შურუბუმუ – ჩემი შთაბეჭდილებები 31/10/2016 ჯუმითი ( სოფელი ხაბუმე) 25/02/2016