სპორტი ჩხოროწყუდან მსოფლიო კარატეს პოდიუმზე – ცოტნე სორდია Karate1 Premier League-ის ვიცე-ჩემპიონია by chkhorotskuge 01/06/2025 written by chkhorotskuge 01/06/2025 3.6K ქართველმა კარატისტმა, ცოტნე სორდიამ (-60 კგ), 2025 წლის Karate1 Premier League-ის მაროკოს დედაქალაქ რაბათში გამართულ ეტაპზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს მისი მორიგი შთამბეჭდავი წარმატებაა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მაღალ პროფესიონალიზმსა და სტაბილურ სპორტულ ფორმას. ცოტნე წარმოშობით ჩხოროწყუდან არის. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ის უკვე მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს უმაღლესი დონის შეჯიბრებებში და გამოცდილ სპორტსმენად მიიჩნევა. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მას არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ბრძოლის შემდეგ მისი პირველი მწვრთნელი, სენსეი გერონტი (გელა) მამფორია, ჩხოროწყუში მოღვაწე ქართული კარატეს აღიარებული სპეციალისტია, რომლის პროფესიონალიზმმა, საგნობრივმა ცოდნამ და თავდადებულმა შრომამ დიდი წვლილი შეიტანა ცოტნეს, როგორც საერთაშორისო დონის სპორტსმენის, ჩამოყალიბებაში. ცოტნე სორდია და გელა მამფორია Karate1 Premier League — მსოფლიო კარატეს ფედერაციის (WKF) მიერ ორგანიზებული უმაღლესი დონის ტურნირების სერიაა, რომელიც 2011 წლიდან ტარდება და სპორტულ კარატეში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ასპარეზობად ითვლება. ტურნირების სერია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ქალაქში იმართება და პლანეტის საუკეთესო კარატისტებს აერთიანებს. Premier League-ზე მონაწილეობა ღია არ არის და შეზღუდულია მაღალი რეიტინგის მქონე სპორტსმენებისთვის. როგორც წესი, თითოეულ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის პირველი 32 პოზიციაზე მყოფი სპორტსმენები დაიშვებიან, რეგისტრაციის უფლება მხოლოდ ტოპ 100-ში შემავალ უძლიერესებს ეძლევათ. შეჯიბრების ყველა ეტაპზე სპორტსმენები აგროვებენ სარეიტინგო ქულებს. ეს ქულები კრიტიკულად მნიშვნელოვანია WKF-ის გლობალური რეიტინგისთვის და გავლენას ახდენს ისეთი უმთავრესი ტურნირების საკვალიფიკაციო სისტემაზე, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატები და კონტინენტური პირველობები. წლის ბოლოს, თითოეულ კატეგორიაში ქულათა მიხედვით ლიდერი სპორტსმენები „გრანდ ვინერის“ (Grand Winner) საპატიო ტიტულს იღებენ. შესაბამისად, ცოტნე სორდიას მიერ რაბათში მოპოვებული ვერცხლის მედალი უაღრესად პრესტიჟული და სარეიტინგო თვალსაზრისით ფასეული წარმატებაა. სპორტსმენის მიღწევას მყისიერად გამოეხმაურნენ როგორც საქართველოს სპორტის სამინისტრო, ისე კარატეს ეროვნული ფედერაცია — ორივე უწყებამ მიულოცა ცოტნეს ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამარჯვება და ხაზი გაესვა მისი წარმატების მნიშვნელობას ქართული სპორტისთვის. გერონტი მამფორიაკარატეცოტნე სორდია 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი: გეოგრაფია, რელიეფი და ბუნებრივი მახასიათებლები next post ჩხოროწყუელებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026