1.9K ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა, მოადგილეებთან ერთად შეხვდა სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურისა და მერიის შესაბამის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განხილული იყო: 🔹 სოციალური პროგრამების მიმდინარეობა🔹 ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე სტატუსი🔹 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების პრაქტიკული საკითხები განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს: ✅ რძის სადგომების მშენებლობას✅ გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას✅ ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერას — მათ შორის• მცირე სათბურების (არაუმეტეს 200 მ²) განვითარება• მზის ენერგიაზე მომუშავე მცირე სადგურების მოწყობა 📌 პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე:👉 https://rda.gov.ge 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post სანტექსერვისი” ჩხოროწყუსაც მოემსახურება next post ჩხოროწყუში კამპანია: “გახდი ახალგაზრდა, რომელიც შექმნის!” მიმდინარეობს