სიახლეები ანსამბლი „კოლხა“ — ჩხოროწყუს ხმა სცენიდან! by chkhorotskuge 03/06/2025 written by chkhorotskuge 03/06/2025 3.1K ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ბაზაზე არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „კოლხა“ წარმატებით წარსდგა ლეჩხუმში (ცაგერი) გამართულ ფესტივალზე „ხომლში“, სადაც გალა კონცერტი სწორედ ამ ანსამბლის გამოსვლით გაიხსნა. 🎶 პატარა კოლხებმა დიდი სცენა დაიპყრეს – მრავალრიცხოვანი მაყურებლისა და ჟიურის მხრიდან ანსამბლმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა და ფესტივალი ოქროს მედლით დაასრულა. ანსამბლის ხელმძღვანელი ალეკო შენგელია უკვე წლებია სათავეში უდგას ბავშვთა კოლექტივს და მისი შრომის შედეგია ის, რომ „კოლხა“ რეგულარულად წარმოადგენს ჩხოროწყუს სხვადასხვა რეგიონში თუ ქვყანაშიკოლექტივი არაერთ ფესტივალსა და კონცერტზეა მიწვეული და მისი სახელი ადგილობრივი კულტურის ღირსეულ ელჩად მტკიცედ ყალიბდება. 🎗 აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე მოპოვებული წარმატება ანსამბლმა მიუძღვნა ლუკა შენგელიას ნათელ ხსოვნას — ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამორჩეულ ახალგაზრდას, რომლის მოულოდნელმა წასვლამ მთელი რეგიონის გულები შეძრა. 🎖 ფესტივალ „ხომლში“ გამარჯვება არ არის მხოლოდ ოქროს მედალი — ესაა კულტურის სიყვარულით აღზრდილი ახალი თაობის ხმა, რომელიც სცენაზე თამამად და იდენტობით სავსედ გამოდის. 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post 15 წლის დავით ცქვიტაია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მიიწვიეს next post ლევან კვარაცხელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026