1 2026 წლის აგვისტოში, ტრადიციული სახალხო დღესასწაულის, „ხაბუმელობის“ ფარგლებში, სოფელში მასშტაბური და უაღრესად აზარტული საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. მართალია, დღესასწაულის მიმდინარეობისას სპორტის სხვა სახეობებშიც ეწყობა შეჯიბრებები, თუმცა მთავარი აქცენტი და მაყურებელთა ყურადღება ტრადიციულად ფეხბურთისკენაა მიმართული. წლევანდელ ტურნირში, რომელიც 7-კაცა ფეხბურთის წესებითა და წრიული სისტემით ჩატარდა, 10 გუნდი იღებდა მონაწილეობას. გუნდების დაკომპლექტების პრინციპი საინტერესო და სპეციფიკურია — ისინი უბნების, სამეგობროებისა და ჯანსაღი სპორტული კონკურენციის საფუძველზე იქმნება. აღსანიშნავია, რომ მოედანზე მხოლოდ ადგილობრივები, მათი შვილები და შთამომავლები გამოდიან, რაც ტურნირს განსაკუთრებულ, მშობლიურ ელფერს სძენს. დაძაბული და სანახაობრივი მატჩების შემდეგ, „ხაბუმელობა 2026“-ის ჩემპიონის ტიტული გუნდმა „ხაბუმემ“ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდი სრულად ახალგაზრდა თაობით იყო დაკომპლექტებული. მათთვის ეს გამარჯვება ორმაგად ემოციური აღმოჩნდა — საჩემპიონო თასი ახალგაზრდებმა თავიანთ მასწავლებელთან, მამუკა შენგელიასთან ერთად აღმართეს. დღე პირველი დღე მეორე დღე მესაე დღე მეოთხე ბაჩი თოდუას სტატუსი დღე მეხუთე ფინალამდე ჩემპიონები 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge Following Author previous post განახლებული საბუნებისმეტყველო კუთხე ჩხოროწყუს მუზეუმში