4 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლაშა ჟვანიამ, სოციალურ ქსელში გარახის ისტორიულ ციხე-კოშკებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 488 844 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 14 ნოემბერს დაიწყება და 17 ნოემბერს დასრულდება. სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღეა განსაზღვრული. ცოტა რამ გარახის ისტორიულ ჯიხებზე გარახის, იგივე ნაჯაგუს, ციხე-კოშკები ჩხოროწყუს ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილია. არსებული კვლევების მიხედვით, თავდაცვითი სისტემა სამი კოშკისგან შედგებოდა და XVI–XVII საუკუნეებით თარიღდება, თუმცა მშენებლობის ზუსტი დრო დადგენილი არ არის. კოშკებიდან შემორჩენილია ფრაგმენტები. ისტორიული ცნობების მიხედვით, ნაგებობებს თავდაცვითი და სათვალთვალო დანიშნულება ჰქონდათ. გზის რეაბილიტაცია ამ ისტორიული ადგილის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესაძლებლობას ქმნის. გარახის (ნაჯაგუს) ციხის ისტორია, ფოტოები და კვლევები: გარახას ( ნაჯაგუს) ციხე გარახაინფრასტრუქტურალაშა ჟვანიანაჯაგუ 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge Following Author previous post ჩვენებური ნოდარ ყალიჩავა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს — ბათუმის „დინამოს“ მეკარის წარმატებული სეზონი next post *JOLOKHAVA-ს ყველზე მოთხოვნა იზრდება**