“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა” (CSRDG) საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე, ტრენინგების მერვე ციკლი ჩაატარა.
ტრენინგში მონაწილეობას ღებულობდნენ ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელისა და საიტ “chkhorotsku.ge”- ს დამფუძნებლები, ააიპ „საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცის“ ხელმძღვანელები დავით ცქვიტაია და ლაშა მებონია.
ჩხოროწყუში არსებული ორგანიზაციები და ადგილობრივი ოფისები CSRDG-ის აქტივობებში ხშირად მონაწილეობენ.
2018 წლის სათემო ლიდერთა ფორუმზე სათემო ორგანიზაციების ყველაზე მხარდამჭერ მუნიციპალიტეტად ჩხოროწყუ დასახელდა. მუნიციპალიტეტში ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძიება