სამეგრელო

მუხური

ბავშვობიდან მუხური განსაკუთრებულ ადგილად მიმაჩნია. გული მწყდება რომ დღემდე მისი პოტენციალი ჯერ კიდევ სათანადოდ დაფასებული არაა. სოფელი ლუგელას ხეობის გარეშე წარმოუდგენელია, აქიდან იწყება ტობავარჩხილებისკენ რთული გზაც და ბოლო პერიოდში ამ საკურორტო ზონამ ტურისტების ყურადღება მიიპყრო.

ტობავარჩხილი

დიდი ხნის განმავლობაში   ტბა და მიმდებარე ობიექტები  ლეგენდების ბურუსში იყო გახვეული. წმინდა წყალი, რომელთანაც მიახლოებას უბრალო ადამიანები  გაურბიან.  მათ წარმოდგენაში აქ ბანაობა საშიშია და ვინც ამას გაბედავს ,წყევლა არ აცდება . თუმცა ეს მითია, ხოლო რეალობაა სოფლებიდან მოწყვეტილი  ჯადოსნური ბუნება.