მოგვწერეთ

ახალგაზრდული დღეები 2014 საარქივო მასალა

ავტორი: chkhorotskuge

ახალგაზრდული დღეები ჩხოროწყუში — 2014 წლის პროგრამა და დასკვნითი ღონისძიებები

2014 წლის 20–27 აგვისტოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული დღეები გაიმართა. ღონისძიება კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

პროგრამა აერთიანებდა კულტურულ, სპორტულ და ინტელექტუალურ აქტივობებს: თამაშს „რა? სად? როდის?“, მენჩურუას, ველორბოლას, მარათონს, ფილმების ჩვენება-განხილვებს, შემოქმედებით ტურებსა და სხვა ღონისძიებებს.

ახალგაზრდული დღეები 20 აგვისტოს საზეიმო კონცერტით გაიხსნა. დამსწრე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ და ღონისძიების დაწყება მიულოცა.

პროგრამა

20 აგვისტო

  • 21:00 — გახსნითი კონცერტი
  • 23:00 — დისკოთეკა

21 აგვისტო

  • 12:00 — კალათბურთის ჩემპიონატი ლესიჭინეს თემში
  • 15:00 — „რა? სად? როდის?“
  • 17:00 — შემოქმედებითი ტური
  • 18:00 — ფილმის ჩვენება
  • 20:00 — კონცერტი
  • 21:00 — დისკოთეკა

22 აგვისტო

  • 11:00 — ფეხბურთის ჩემპიონატი
  • 15:00 — სპექტაკლი
  • 18:00 — ფილმის ჩვენება
  • 21:00 — დისკოთეკა

23 აგვისტო

  • 11:00 — ფეხბურთი
  • 15:00 — სპექტაკლი
  • 18:00 — ფილმის ჩვენება
  • 21:00 — „ჩაძირობანა“
  • 22:00 — დისკოთეკა

24 აგვისტო

  • 11:00 — მენჩურუა მუხურის თემში
  • 15:00 — „რა? სად? როდის?“
  • 17:00 — შემოქმედებითი ტური
  • 18:00 — ფილმის ჩვენება
  • 20:00 — კონცერტი
  • 21:00 — დისკოთეკა

25 აგვისტო

  • 15:00 — „რა? სად? როდის?“
  • 17:00 — შემოქმედებითი ტური
  • 19:00 — ფილმის ჩვენება
  • 21:00 — დისკოთეკა

26 აგვისტო

  • 14:00 — „მისია 2014“
  • 18:00 — შემოქმედებითი ტურის ფინალი
  • 19:00 — ფილმის ჩვენება
  • 21:00 — დისკოთეკა

27 აგვისტო

  • 11:00 — ფეხბურთის ფინალი
  • 15:00 — „რა? სად? როდის?“ ფინალი
  • 19:00 — კალათბურთის ფინალი
  • 20:00 — კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით
  • 22:00 — გალა-კონცერტი ჯგუფ „YOU ARE“-ის მონაწილეობით

დასკვნით ღონისძიებაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის დირექტორმა ლია ჯალაღონიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ ოქროსმედალოსნებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

დამსწრე საზოგადოებას მიმართეს გამგებლის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა და გამგებლის მრჩეველმა კულტურისა და განათლების დარგში ნაირა ციმინტიამ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები ფულადი პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ტექსტი ეფუძნება 2014 წლის საარქივო ჩანაწერებს.

-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00