შოთა წურწუმია სკუას აფხაზეთი ჩქინიენი არკვანშე დუოგურუა მეგრული ლექსი

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

ლექსს კითხულობს ავტორი
აფხაზეთი რომ ჩვენია შვილს აკვნიდანვე ვასწავლი კობა ჭუმბურიძის თარგმანი:
ვფიქრობ, უფალი გამიგებს,

სენს ვერ უწამლებ დამალვით,

აფხაზეთი რომ ჩვენია,

შვილს აკვნიდანვე ვასწავლი.

banner

ბოლომდე მოვხსნი თავს გუდას

და ჩამოვუთვლი ამ ამბებს,

იცოდეს, სისხლით პაპებმა

მიწა სად რატომ დაალბეს.

სტუმარს ფხიზელი დავხვდები,

სხვამ რატომ წაიმასპინძლოს,

თავად მივხედავ ბოსტანს და

ნალოლიავებ ამ მინდორს.

ვფიცავარ მამაზეციერს,

ჩხუბით ვანანებ მაჩხუბარს!

წაგლეჯლს არვის შევარჩენ,

არ ვეცილები ნაჩუქარს…

უმცროსი ვაჟი, სულისდგმა,

ყურს აღარ უგდებს არაკებს,

შუა – ცხენს ქანცავს ჭენებით,

დიდი – ხმალს ალაპარაკებს.

ჯერ მეც მორკინლად ვივარგებ,

არც ბაბუს გული არ ცხრება,

მტერს ნუ ჰგონია ქართველი

ასე იოლად მარცხდება.

რაც თავი მახსოვს, ქავივით

გვაკრავს და გვეიმედება

მეუღლე, შვილი, და-ძმა და

ცრემლშეუმშრალი დედები.

და, თუ იბერთა გენისა

სულით უტეხი კაჟია,

ერთხელ ქართველად გაჩენილს

ორჯერ სიკვდილი არ შია.

დამალვასა და გაქცევას

ჯობია ცეცხლმა დაგავსოს,

მარტოდენ ღომიყლაპიას

სიცოცხლე განა რად ფასობს.

ისევ დუღს სისხლი კოლხური,

ხვალაც გავუძლებთ ტკივილებს,

ბევრი მგელკაცი მოგვიკლეს,

სული არ მოგვათქმევინეს.

თუმც უფლის სიღრმის შეცნობა,

გონებისათვის ძნელია,

ქვეყნისთვის თავის გაწირვა

კაცისთვის სანატრელია!

საცაა ვინმე იმღერებს

დარდისგან გულდამეხილი,

რომ უსოხუმოდ ქართველი,

ჩიტია ფრთამოტეხილი.

ომს, მერცხლის გამოსახსნელად,

არც ქალი მოერიდება,

სულსაც იოლად ელევი,

თუკი ქვეყანას სჭირდება.

ვფიქრობ, უფალი გამიგებს,

სენს ვერ უწამლებ დამალვით,

აფხაზეთი რომ ჩვენია,

შვილს აკვნიდანვე ვასწავლი.

5 views

You may also like

კომენტარის გაზიარება

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00