ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა
  • ელექტრონული კომერცია
  • იყიდება
  • მომსახურეობა
  • განცხადებები
  • ავტო-მოტო
  • ელექტრონული კატალოგი
    • ევროპული ტანსაცმლის მაღაზია
ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა
  • ელექტრონული კომერცია
  • იყიდება
  • მომსახურეობა
  • განცხადებები
  • ავტო-მოტო
  • ელექტრონული კატალოგი
    • ევროპული ტანსაცმლის მაღაზია
Subscribe
ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა
ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა
  • ელექტრონული კომერცია
  • იყიდება
  • მომსახურეობა
  • განცხადებები
  • ავტო-მოტო
  • ელექტრონული კატალოგი
    • ევროპული ტანსაცმლის მაღაზია

Copyright 2021 - All Right Reserved. Designed and Developed by PenciDesign

მთავარი გვერდი » მუნიციპალეტეტი » ადმინისტრაციული ერთეულები » ქალაქი ჩხოროწყუ » როგორ “დაიბადა” ჩხოროწყუ?
გარახალაშას ბლოგისოფელი ქვედა ჩხოროწყუქალაქი ჩხოროწყუ

როგორ “დაიბადა” ჩხოროწყუ?

by chkhorotskuge 26/07/2017
written by chkhorotskuge 26/07/2017
4.6K

ჩხოროწყუ ქართულად ცხრა წყაროს ნიშნავს. გადმოცემის თანახმად,  ნიკო დადიანის სახლის მახლობლად ერთი მჟავე, ერთი ცხელი, ერთი მარილიანი და ექვსი ცივი, ანკარა წყარო ჩამოდიოდა და ადგილმაც სახელწოდება აქიდან მიიღო.

გვახსენდება აიეტის სასახლის აღწერილობა და  ბერძენი ავტორების მიერ აღწერილი  შადრევნები?

ასოციაცია უცებ წარმოიშობა, ხოლო ციფრი „9“ -ს ყოველთვის ქონდა მაგიური, განსაკუთრებელი სიმბოლური მნიშვნელობა.

სახელწოდებას შორეულ კოლხურ ეპოქაში გადავყავართ. მისი გაშიფვრა მეცნიერებს მივანდოთ და მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ამ სახელწოდების დასახლებული პუნქტები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გვხდება (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ცხრა წყარო, მთა ხარულის ქედზე, მთა და უღელტეხილი თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში)

სხვათა შორის, გივი ფარულავას და გრიგოლ შენგელიას თავიანთ წიგნში მოყავთ ხალხური თქმულება, რომლის მიხედვითაც ოსმალებს ცხრიდან ოთხი წყარო დაუშრიათ. ამ ფაქტის რეალურ დადასტურებაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩემი აზრით, ესეც ერთგვარად სიმბოლურად ასახავს გაპარატახების ჟამს, როდესაც სიძლიერის, სიმტკიცის ნიშანს დამპყრობელი სპობს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დღევანდელი ადმინისტრაციული არეალის ფორმირება გვიანდელი მოვლენაა.

მანამდე რეგიონალური ცენტრები,საზღვრები ხშირად იცვლებოდა. ადამიანები ჩხოროწყუს ტერიტორიაზე ძველი ეპოქიდან ცხოვრობდნენ.

ეს ქვა ლეჟაში იპოვეს. წარწერები მისტიკურ ნიშნებს მოგვაგონებს,მაგრამ თუ დამწერლობის განვითარების ეტაპებს გავიხსენებთ, არავითარი მისტიკა!!


არ შეგვეშალოს და მითებს ნუ შევქმნით…. პიქტოგრაფული სიმბოლიკა წერის კულტურის განვითარების საწყისი ეტაპია. მისი გაშიფვრა უკიდურესად რთული და შესაძლოა ხშირად უტოპიური ამოცანაცაა,  ზოგჯერ მკვლევარები მხოლოდ ვივარაუდობენ, ფორმებს ემყარებიან, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებმა იქნებ ლეჟას ქვაც ოდესმე „ აალაპარაკოს.

სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა ოდიშ-ლეჩხუმი რვა „საბოჭ“ ერთეულად დაყო. იმ პერიოდში კირცხი, სარაქონი, და ოჩხომური მოექცა ზუგდიდის მაზრაში, ზუმი, ჯუმითი, ლეწურწუმე, ალერტი, ხანწკი, ოსინდალე, ჭოღა, მუხური, ლექარჩე, ნაკიკიანო(ნაკიანი), ნაჯაგოუ,ახუთი, სავეკუო, ლეგერსამე და მოიდანახე ჯვარის მაზრის ნაწილი გახდა, ხოლო ლესიჭინე შევიდა ზუბის მაზრაში. ამ პერიოდში ჩხოროწყუ ადმინისტრაციულ ერთეულს არ წარმოადგენს.

(ქვედა ჩხოროწყუ ფოტოს ავტორი რომან თოლორდავა )

პირველად ჩხოროწყუ 1859-1960 წლების კამერალური აღწერის ნუსხაში გვხვდება. იქ მხოლოდ 52 კომლი ცხოვრობს 361 მცხოვრებით და ლოკალიზდება დღევანდელი ქვედა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე, სადაც განლაგებული იყო უკვე განხილული 9 წყარო.

1877  წლის კერძო საბუთის მიხედვით უკვე არის მოსახლეობა , რომელიც იყოფა „ხევებად“, ხოლო ხევების უფროსია ხევისთავი ილიკო დადიანი. მამასახლისის კანდიდატია ივანე გაბელია. მათი ვინაობა ფიქსირდება 1882 წლის დოკუმენტში და სწორედ მათი დიდი დამსახურებაა  ჩხოროწყუ-მუხურის გზის გაჭრა, რომელმაც  ადგილს სტრატეგიული მნიშვნეობა მისცა.

1909 წლის 8 სექტემბერს  მღვდელ-დიაკვნების გალობით და 12 დადიანური ზარბაზნის გრიალში   ჩხოროწყუში იხსნება ორკვირეული ბაზრობები ( ე.წ იარმორკა) და ვაჭრობამ   სოფლის ახალ სიცოცხლეს

ხელი შეუწყო

ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში შედიოდა. 1929 წლიდან კი ჩხოროწყუ ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფია.

1930-31 წლებში იყო ინიციატივა ჩხოროწყუ ქალაქად გადაქცეულიყო, გროვდებოდა თანხები, მაგრამ ამ პერიოდში ეს ინიციატივა ჩავარდა

1963 წელს ჩხოროწყუს რაიონი სენაკს შეუერთდა, თუმცა  1965 წლიდან  საბჭოთა ხელისუფლებამ კვლავინდებურად   გამოყო დღეს არსებული საზღვრებით.

ჩხოროწყუს უშუალოდ  შეერწყა ისტორიული  სოფელი გარახა. გადმოცემის მიხედვით, ადრე  მას ნაჯაგუ რქმევია.  აქ მდგარა ძველი ციხე, რომელიც მოსახლეობას დამპყრობლებისგან იცავდა,  თურმე ერთი მოხუცისთვის    ოსმალთა მეთაურს  შემოუთვლია, რომ თუ   სოფელი არ დანებდებოდა,   მოსახლეობას მთიანად მოსპობდნენ. ხანდაზმული მამაკაცი მტრის  სიტყვებს ისე გაუბრაზებია, მომხდური ხმლით განუგმირია  და შემდეგ თავსაც განაჩენი გამოუტანა. სოფელი იყოფა ზედა და ქვედა გარახად.   ჩხოროწყუსთან ინტეგრირდა აგრეთვე სოფელი საროდონაიო.

ეს არაა მეცნიერული კვლევა, მხოლოდ პატარა ექსკურსია ერთი მუნიციპალური ცენტრის ისტორიაში. მოგვაწოდეთ საინტერესო ფაქტები, სურათები, ინფორმაციები . წარსულთან ერთად ამ საიტზე  ახლანდელ პერიოდზეც იქნება საუბარი. გამოყენებულია მამანტი კვირტიას, გივი ფარულავას, გრიგოლ შენგელიას და სხვათა   სტატიები და მონოგრაფიები .

ქალაქ ჩხოროწყუს ისტორია
0 comments 0 FacebookTwitterPinterestEmail
chkhorotskuge

previous post
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი ზუმი
next post
“დადიანების მაგნოლიები”-დადიანების ყოფილი აგარაკი, ბილიკი, წყარო და სკოლაში არსებული შემეცნებითი ცენტრი

You may also like

ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრი და განახლებული კულტურის სახლი

10/10/2025

ცხრა წყაროს გზა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გენეზისისა და განვითარების...

09/07/2025

ქალაქ ჩხოროწყუს ტოპონიმიკა

27/06/2025

გიორგი ჯიქია:„ყველაფერი პატარა იდეით და დიდი ენთუზიაზმით დაიწყო...

13/04/2025

ბებოს დღიური

31/03/2025

დავით მასწავლებლის ექსპერიმენტი რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს...

01/02/2024

31 დეკემბრის ღამე ქალაქ ჩხოროწყუში

01/01/2024

გარახას ( ნაჯაგუს) ციხე

21/02/2023

ისტორიკოსი ზაურ ჯალაღონია ქალაქ ჩხოროწყუს წარმოშობის შესახებ გვიამბობს

18/03/2022

ჩხორჰესი

20/03/2021

Related Posts

  • ისტორიკოსი ზაურ ჯალაღონია ქალაქ ჩხოროწყუს წარმოშობის შესახებ გვიამბობს

    18/03/2022
  • ტიტე შელია “ჩხოროწყუს რაიონის დაარსების ისტორიიდან “

    23/08/2019
  • Facebook
  • Twitter

@2021 - All Right Reserved. Designed and Developed by PenciDesign


Back To Top
ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა
  • Home
ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა
@2021 - All Right Reserved. Designed and Developed by PenciDesign