1.3ათასი
Table of Contents
მონაზვნის ქალიშვილი
საწოლს მიჯაჭვული დედა ანას, მამა ნიკოდომოსის მიერ გუნდრუკის კმევასა და ლოცვა-გალობისას მიეძინა.
მოუსვლელეთისაკენ მიმავალი დედა ანა სიზმრების სამყაროში „ჩავარდა“.
ზოგჯერ სიზმარი სიცოცხლეზე ლამაზია, ზოგჯერ კი პირდაპირ ჯოჯოხეთია. უჰ რა კარგია, როდესაც ამ უბედური წუთისოფლისაგან დაღლილ-დაქანცულს სიზმრების სამეფოში გვირგვინი გამშვენებს და შენს სამეფოში ვარდია აყვავებული, ირგვლივ ვარდის სურნელია და ვარდის წყალს სვამ. ეს ყველაფერ საამურია. მაგრამ, ვაი რა საშიშია, როდესაც სიზმარშიც საშინელება ხდება, გული გიფანცქალებს და შიშისაგან დნები.
დედა ანას გაზაფხულის ერთი უბრალო, მშვენიერი დღე ესიზმრა. ჩვენ ასე ვიცოდით, რომ ეს სიზმარი იყო, მაგრამ იგი ამ ყველაფერს განიცდიდა, მიუხედავად იმისა, რომ სიზმარი იყო.
-ოჰ, რა ლამაზია ეს ვარდები. ოჰ, რა სურნელოვანი, ნაზი და მშვიდია იგი. მე ვფიქრობ, რომ ვარდი, როგორც სილამაზის, ისევე სიკეთილშობილების სიმბოლოა. ღმერთო, დაილოცოს შენი სახელი. ეს სილამაზე და სიკეთილშობილება, მხოლოდ შენი ხელით, ლოცვით, ძალითა და მადლით შეიქმნა. განა, ვინმე მოკვდავს შეუძლია ასეთი რამ შექმნას? ცხადია არა… რა იქნება ჩვენი დროის ადამიანებიც ვარდს ბაძავდნენ. იყვნენ მოსიყვარულენი, სიხარულისა და ბედნიერების მიმნიჭებლები, კეთილები, სურნელოვანები და რაც მთავარია, კეთილშობილები… მაგრამ, ახლა ასე არ არის… იყო დრო როცა ადამიანი ნამდვილად ვარდივით იყო. მაგრამ ახლა, მხოლოდ ვარდს ერთ რამეში ვბაძავთ, და ეს არის ბოროტებისაგან თავდაცვის მიზნით შექმნილი ეკალის ჩხვლეტით, რომელსაც ჩვენ ბოროტად ვიყენებთ, ვარდისაგან განსხვავებით… ჩვენ მხოლოდ ერთმანეთისათვის ეკლის ჩხვლეტა შეგვიძლია და არა გაბედნიერება… სამწუხაროა… ვარდს ერთი რამის ეშინია. ეს არის ვარდის საჭრელი მაკრატელი. ეს უხეში „მაკრატელი“, მოჭრის ვარდს და დებს ლარნაკში… რამდენ ხანსაც გაძლებს ვარდი, გაძლებს, მერე კი იგი სანაგვე ყუთში აღმოჩნდება… ადამიანებიც ასე ვართ. გვეშინი სიკვდილის, რომელიც ვარდისათვის მაკრატელია. მართალია ჩვენი შვილები ნაგავსაყრელზე არ „გადაგვაგდებენ“, მაგრამ განა მიტოვებული საფლავიც ნაგავსაყრელი არაა?..
დედა ანას ეს მონოლოგი დიდ ხანს არ გაგრძელებულა… მას ეს ყველაფერი ძლიერ აწუხებდა… დედა ანას სული, მართლაც რომ ვარდი იყო… მისი „ეკალი“ ლოცვა იყო. გულმხურვალე ლოცვა, ბოროტების წინააღმდეგ… ჩვენი „ეკალი“ კი ენაა, რომელსაც ბოროტების წინააღმდეგ კი არ ვიყენებთ, არამედ ერთმანეთის გასამწარებლად… დედა ანა კი სულიერად მდიდარი, ვარდივით სურნელოვანი და კეთილშობილი მონაზონი იყო…
დედა ანა ეს მონოლოგი, შეიცვალა დიდად სამწუხარო დიალოგით. მას საუბარი უწევდა შვილთან…
-შვილო, ღმერთი იყოს შენსკენ. ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს. შენს გონებაში დემონია შესული, დემონი… მას უნდა შეეწინააღმდეგო… მის დასამარცხებლად უნდა გამოიყენო, ყველაზე მძლავრი იარაღი სიყვარული და კეთილშობილება… მე ვილოცებ შენთვის…
-დემონი არ არსებობს!.. შეიგნე…
-აბა, ეს საქციელი რას ნიშნავს, რასაც შენ აკეთებ ის ნორმალური ადამიანის საქციელია?
-რას ვაკეთებ?
-როგორც შენ იცვამ ისე ვინ იცვამს? გოგო ხარ!.. ქართველი გოგო!.. ქართველს არ შეშვენის ეს საქციელი!.. დადიხარ და ჭიპი გიჩანს, კაბა გაცვია თუ არ გაცვია ვერ მივხვდები. ქართველი ხარ, ქართველი!.. ეს მრუშობისაკენ გადადგმული ნაბიჯია შვილო… ღმერთმა დაგიფაროს ამ ცოდვისაგან. ამ ცოდვის ტვირთვა ძალიან მძიმეა, მძიმე… მერე, ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ სოდომ-გომორელებთან გაქვს მეგობრობა. ეს ცოდვაა, ცოდვა…
-კარგი რაა… როდის მერე გახდა ჭიპის გამოჩენა, მოკლე კაბის ჩაცმა ბოზობა? სოდომ-გომორელები კი არა ისინი ცივილურად მოაზროვნე ადამიანები არიან!..
-რას ნიშნავს შვილო, ცივილურად მოაზროვნეები?..
-გოგოს უყვარს ბიჭი და ბიჭსაც უყვარს გოგო. უფრო ცივილურ და განვითარებულ ბიჭს შეიძლება შეუყვარდეს ბიჭი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა…
-ღმერთმა გვაშოროს… -დედა ანა დაიწყებს ფსკვნილის დატრიალებას და გულში მხურვალე ლოცვას.-ეს საშინელებაა. მოსასმენადაც კი რა საშიში და ამაზრზენია…
-დედაჩემო, გეყოს სოფლელობა. ცოტა ჭკუაზე მოდი. გაიხედე და გამოიხედე, დრო და ხალხი შეიცვცალა. ახლა ის დრო არაა, რომ ქალი აუცილებლად კოჭებამდე კაბით, რომ უნდა დადიოდეს… ქვეყანა განვითარდა, განვითარდა…
-განვითარდა კი არა, დაიღუპა, დაიღუპა…
-ეჰ დედაჩემო, როგორ ძლიერად ხარ შებყრობილი ადათის მანიითა და ანტიგანვითარების აზრით…
-ეს განვითარება კიარა გარყვნაა, გარყვნა.
-მერე რაა, რომ მე დავდივარ ისე, რომ მიჩან ჭიპი, და მაცვია მოკლე კაბა. ეს ხომ ჩაცმის სტილია და არა გარყვნა…
-შვილო, იცი ვარდი რატომ არის ყვავილების დედოფალი?
-ეს რა შუაშია? კი ვიცი. იმიტომ, რომ ყველა ყვავილზე ადრე ხსნის კოკორს…
-ასეა, და კიდევ ერთი მიზეზის გამოც …
-რა მიზეზია ეს?-გააწყვეტინა შვილმა.
-მას ეკალი აქვს. ეკალი, რომელიც მას იცავს ბოროტისაგან. ბოროტი ყველა ისაა ვისაც მისი მოწყვეტა და მისთვის სიცოცხლის მოსპობა სურს. ეკალი კი მას ამ ბოროტისაგან იცავს. ანუ თქვენთვის გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ, ადვილად ხელმისაწვდომი არაა… ნარცისი, ლამაზი ყვავილია მაგრამ მას ძალიან ადრე და მალე ერევა „ბოროტი“. ქალმა უნდა შეინარჩუნოს კლდემამოსილება. იგი ქვასავით მტკიცე უნდა იყოს და არა ხესავით ადვილად დასამუშავებელი…
-რაა ცხოვრება თუ სიამოვნება არ მიიღე ამ წუთისოფლისაგან… ამიტომ უნდა იყო რკინა, რომელიც მტკიცეა, მაგრამ ვინც მოინდომებს დაამუშავებს… ასე, რომ დედაჩემო, შენი ძველმოდური რჩევა-დარიგებები, შენთვის შეინახე…
-ძველმოდური უძახე შენ და ამ რჩევა-დარიგებებმა გადამარჩინა მე…-დანაღვლიანდა- რომ არა დედაჩემი, რომელიც ასე მარიგებდა მე დღეს მრუში ვიქნებოდი.-პირჯვარი გადაიწერა- ასე, რომ შვილო, ყური უგდე ჩემს სიტყვებს. ხომ იცი ხალხური სიბრძნეა ასეთი; „დედის წინ მორბენალი კვიცი, მგელმა შეჭამაო“… ღმერთმა დაგიფაროს…
-დედაჩემო, მამას რატომ გაშორდი? ნუთუ ეს არ უთქვამს დედაშენს მისი რჩევა-დარიგებების დროს…
-შენ ძალიან კარგად იცი, რატომაც დავშორდი…-დასევდიანდა, უფრო სწრაფად და შიშნარევი წუხილით ატრიალებს დედა ანა ფსკვნილს.
-მაშ შენც მრუში ყოფილხარ.-თავხედურად უთხრა შვილმა.
-რაა? როგორ ბედავ…-გაწყრა დედა ანა.- მე ჩემი პატიოსნების შესანარჩუნებლად აღვიკვეცე მონაზვნად. მამაშენი არა ადამიანი იყო. მას ადამიანობის არანაირი ნიშან-წყალი არ გააჩნდა.
-მაშ რატომ გაყევი?
-შემაცდინა…
-ვინ?
-იმ ეშმაკმა, რომელიც ახლა შენს შეცდენას ცდილობს. და სამწუხაროდ მან ეს მოახერხა-დედა ანა ტირის.
კელიაში, სადაც დედა ანა წევს მამა ნიკოდომოსმა დაიყვირა;
-ექიმს დაუძახეთ, პულსი აუჩქარდა…
დედა ანა კი სიზმარში ებრძვის შვილში ჩასახულ დემონს.
-შვილო, ჭკუას უხმე. სწორი გზით იარე. თორემ თუ სადმე გზა აგერია სწორ გზაზე დაბრუნება ძალიან რთულია. სწორი გზა ლაბირინთვითაა. მუდამ გამოცდებს მოგიწყობს ეშმაკი, და ვაითუ სადმე გზას გადაუხვიე უკან ვერასოდეს დაბრუნდები. როგორც უფალმა იესო ქრისტემ გაუძლო გამოცდას ისე უნდა გაუძლო შენც… ღმერთი შენსკენ… ღმერთმა დაგლოცოს, გაგახაროს და გაგაძლიეროს…
-და ამ ყველაფრის შენც გჯერა?
-რისი?-გაუკვირდა დედას.
-იმის რომ ქრისტე არსებობს?
-რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა ის მოხდა.-დედა ანას სული უკვდებოდა.- ათეისტი ხარ?
-კი.-ამისი თქმა იყო და დედა ანას დააქანა, იგი კედედლს შეეშველა და არ წაიქცა.
-რატომ, რისთვის, ან როგორ?
-იმიტომ რომ ყველა ადამიანი თვითონ ქმნის თავის ცხოვრებას და აქ არაფერში გვჭირდება ქრისტიანული სწავლებები და არ არსებობს ეშმაკი და ანგელოზი… ეს ყველაფერი კარგად დაწერილი ზღაპრის პერსონაჟებია. ასე, რომ მე თავისუფალი ვარ ,თავისუფალი…
-თავისუფალი კი არა მრუშობისაკენ მიდრეკილი ხარ, მრუშობისაკენ. შენ ჩემთვის მოკვდი…-ეს სიტყვები თქვა თუ არა დედა ანა წაიქცა და მისი ცხვირიდან სისხლმა იწყო დენა.
დედა ანას კელიაში იმყოფებოდა მამა ნიკოდომოსი, ექიმი და 3-4 მონაზონი.
-ექიმო, ეშველება რამე?
-მისი მაჯისცემა ცვალებადია. ხან აჩქარდება ხანაც შეწყდება. სიცხე და წნევა დაბალი აქვს. შუქზე ხან რეაგირებს ხან არა…
-ანუ?-ჩაეკითხა ერთ-ერთი მონაზონი.
-სიმართლე გითხრათ, ჩემს 40 წლიან პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არ მქონია. მე ამ საქმეში უძლური ვარ. ილოცეთ, მხოლოდ ესღა დაგვრჩენია…
-ამას თქვენი თქმის გარეშედაც გავაკეთებთ ექიმო-გამწყრალმა, ანერვიულებულმა და შეშფოთებულმა მონაზონმა უთხრა ექიმს.
მონაზვნებმა გალობა დაიწყეს, ექიმი გავიდა და მამა ნიკოდომოსმა გუნდრუკის კმევა გააგრძელა, თან ლოცულობდა. დედა ანას ოფლი ასხამდა. შფოთავდა.
-გააქვს?-დედა ანას ქალიშვილმა ჰკითხა ბარიგას.
-კი.
-მომეცი.
-რამდენი გაქვს „მანი-მანი“?
-300.
– მაშინ აჰა, გამომართვი.
-მადლობა. არ დამასმინო იცოდე!..
-ვისთან უნდა დაგასმინო, „ძაღლების“ მონა კი არ ვარ!..
დედა ანას ქალიშვილი სახლში წავიდა. თავის ოთახში ჩაიკეტა. გაშალა ქაღალდი, რომელზედაც რაღაც თეთრი, ფქვილისებური ნარკოტიკი ეყარა. დიდი მოწიწებით აიღო და ცხვირთან ახლოს მიიტანა. ჩაყნოსვა დაუწყო და არა ადამიანურ სამყაროში გადავიდა. მისთვის საწერ-კალამი ტანკი იყო, ხოლო ასანთის კოლოფი კი ლოდი. ამასობაში ტელეფონმა დარეკა. იგი ძლივს ადგა ლოგინიდან და ძლივს აიღო ყურმილი.
-გისმენთ…
-დედათა მონასტრიდან გიკავშირდებით. დედა ანას ქალიშვილი თქვენ ხართ?
-დიახ, რა მოუვიდა დედას?
-დედა ანა თავს შეუძლოთ გრძნობს და შეგიძლიაათ ხვალ მოხვიდეთ, იმისათვის, რომ ინახულოთ?..
-აუცილებლად მოვალ…
გოგონამ ყურმიული დადო თუ არა გულში ვარდის კოკორი გაეშალა, მაგრამ იმ ნარკოტიკმა გაშლილი ვარდი ნაცრად უქცია. მას დედაც გადაავიწყდა. გარეთ გამოვიდა და გზაში პირველივე შემხვედრი მისი მეგობარი ბიჭი სახლში შეიყვანა. მან უკვე მრუშობისაკენ კი არ გადადგა ფეხი, არამედ მრუში გახდა.
დედა ანა სიზმრების მორევში ისევ „ჩავარდა“.
-შვილო ეს არ ქნა. ქართველობას ნუ დაკარგავ…
-ქართველობას რანაირად დავკარგავ… ჰა, ჰა, ჰა, დედა, ძალიან ბნელ წარსულში ჩარჩენილხარ. ჩვენ თავისუფალ სახელმწიფოში ვცხოვრობთ…
-რა მნიშვნელობა აქვს თავისუფალია თუ დაბყრობილი, ქართველობა არასოდეს უნდა დაკარგო!.. თუ დაკარგე, მისი პოვნა და აღდგენა ძალიან რთულია, რთული…
-დედა, შენ ჭიპის გამოჩენა ქართველობის დაკარგვად მიგაჩნია?
-კი არ მიმაჩნია, ასეა!.. ამ ყველაფრით იწყება ერის გარყვნა და გათახსირება, ერის სულიერად დაცემა და გადაჯიშება. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, შენ მედეას, თამარ მეფის, ქეთევან წამებულის, შუშანიკისა და სხვათადასხვათა სამშობლოდან ხარ…
-დედა, შენ იცი, რომ თამარ მეფეს ორი ქმარი და ასობით საყვარელი ჰყავდა…
-ორი ქმარი ნამდვილად ჰყავდა, პირველი, გიორგი რუსი, ძალით შერთეს. მეორეზე კი ნამდვილი სიყვარულით გათხოვდა. რომლის სიყვარულის ერთგულიც დარჩა ბოლომდე. საყვარელი მას არ ჰყოლია. ეს მისი მოწინააღმდეეგების მოგონილი ისტორიაა… იგი წმინდანადაა შერაცხული…
-და კლეოპატრა, ვალერია მესალინა, ელისაბედ პირველი, გალა დალი, ეკატერინე მეორე, ნეაპოლიტანელი ჯოვანა, გრაფინია დიუბრაი. ეს ქალები მსოფლიოში ყველაზე ცობილი ქალები არიან. მათაც ისტორია გარყვნილების სიმბოლოებად თვლის…
-შვილო, აქედან რომელია ქართველი?
-აქედან?-დაიბნა გოგონა, და თან შერცხვა- არცერთი…
-ხომ ხედავ, ქართველისათვის პატიოსნებაა მთავრი. და შენც ნუ შეცდები. ემსახურე შენი ქვეყნის ტრადიციას…
-დედა, მე ვისთანაც მინდა იმასთან დავწვები. ამას არავის ვკითხავ. ჩედს ცხოვრებას მე ვქმნი და არა ხალხი… სულ არ მაინტერესებს ხალხი რას იტყვის…
-ხალხმა შეიძლება ტყუილი გაგივრცელოს, მაგრამ როგორც ყვავილებში ვარდის გარჩევა არ გაუჭირდება ხალხს, ისე უცბად მიხვდებიან რა სიმართლეა და რა სიცრუე… სიცრუის მოგონებაშიც რაღაც იმალება… ხალხს სალაპარაკო არ უნდა მისცე…
-და ხალხ ვინ ეკითხება ჩემს ცხოვრებაში ჩარევას?..
-ეს სხვა საკითხია შვილო, მაგრამ ხალხს სალაპარაკო არ უნდა მისცე!..
-და ხალხს ხომ არ ვკითხო ვინ უნდა ჩავიწვინო ლოგინში და ვინ არა…
-თავხედო, ამას, როგორ ბედავ… მე შვილი კი არა მრუში გამიზრდია, მრუში!..
დედა ანას წნევამ დაუწია. დედებმა და მამა ნიკოდომოსმა ლოცვა გააძლიერეს. მამა ნიკოდომოსი გუნდრუკს აკმევს და ავსულებს დევნის.
დედა ანს ქალიშვილმა, მის ოთახში სიმრუშის კორიანტელის დაყენების შემდეგ დაიძინა. ისიც „ჩავარდა“ სიზმრის მორევში.
-შვილო ეს რად ჩაიდინე?-მას დედა ანა დაესიზმრა.-ხომ გაბრთხილებდი შენ თავს თუ არა ქართველობას გაუბრთხილდი მეთქი.
-დედა, რა შემჭამე ამ შენი ქართველობით. მე ასე მინდა. ამითი საქართველოს დაუშავდა რამე? არა!..
-არა კი არა, დიახაც რომ დაუშავდა! ქართველობის მანათობელი ვარსკლავი ცის კაბადონზე მალე შეწყვეტს ნათებას!.. სწორედ შენისთანებზეა ნათქვამი „აგურს რეცხავდნენ და უარესი წვენი გასდიოდაო“. რა არ გავაკეთე, რომ შენ კარგი ქართველი ყოფილიყავი!.. ვწუხვარ… მე შვილი ვერ აღვზარდე. ამისათვის სიკვდილის ღირსი ვარ… შვილო, იმედია იმ დამჭკნარი ვარდივით ნაგავსაყრელზე არ მომათავსებ და ყოველთვის თუ არა ათასში ერთხელ, მაინც მოხვალ…თუ ღირსად ჩამთვლი ერთი ცალი ვარდი მომიტანე… თუმცა არა, მე შენისთანა შვილისაგან არც მოსვლას ვითხოვ და არც ვარდს!.. შენ ჩემი შვილი არ ხარ!.. დაივიწყე ჩემი სახელი!.. შენ კი, ღმერთმა დაგლოცოს და ღმერთს ვთხოვ სწორ გზაზე დაგაბრუნოს. მხოლოდ მას შეუძლია სწორ გზაზე დაგაბრუნოს. შენით აწი სწორ გზაზე ვერასოდეს დაბრუნდები!.. შენ ეშმაკებისა და დემონების გზა აირჩიე… შენ ქართველობა გაყიდე… ის დამჭკნარი ვარდის კალამი, რომელიც ნაგავსაყრელზე გადააგდეს, მიწაში მოხვდა და ფესვი გაიკეთა, ანუ გამრავლდა. მე კი ქართველობა ვერ შევანარჩუნებინე ჩემს ქალიშვილს… ხალხს სალაპარაკო მიეცა, მონაზონი ჭკუას გვარიგებდაო და მონაზვნის ქალიშვილმა მთელ ერს გაუტეხაო სახელი… გემშვიდობები, ნახვამდის… გისურვებ იმ დამჭკნარი ვარდივით აღდგე და „მონაზვნის ქალიშვილი“ ნამდვილად ღირსეულად გერქვას და შენც ქრისტეს გზაზე იარო და ემსახურო მას… ნახვამდის…მე წავედი…-ტელეფონი რეკავს, გოგონა სიზმარზედაც შემცბარი იყო და ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა, შეშინებული იყო. ტელეფონი აიღო:
-გისმენთ!..
-დედა ანას ქალიშვილი ხართ?
-დიახ…
-ვწუხვართ, დედა ანამ დაგვტოვა, იგი ქრისტესთან წავიდა…-გოგონას ყურმილი გაუვარდა ხელიდან, პირდაღებული და პირგამომშრალი იდგა.
გოგონა წავიდა დედათა მონესტერში. შეაღო კარი დედის კელიისა. გაქვავდა. მან მკვდარი დედა ნახა… დედა, რომელიც ვარდივით კეთილშობილი, სურნელოვანი, ბედნიერების მომნიჭებელი იყო. ჩაიკეცა დედის ცხედრის წინაშე და ხელებს უკოცნიდა. ცხარე ცრემებით ტიროდა, ბღაოდა, ცოდვებს ინანიებდა… დედა კი მიუხედავად მისი გარდაცვალებისა თბილი იყო… ვარდივით წითელი ლოყები სიკვდილისფერს გადეფარა. ყვითელი და გალურჯებული დედა. დედა, რომელსაც სიცოცხლეში არ გაუმართლა, ალბათ სამოთხეში მაინც, იქნება ტკბილად… ოთახში გულმხურვალედ მლოცველი მონზაზვნები არ ჩარეულან შვილის საქციელში, რომელიც დედას დასტიროდა…
-დედაჩემო, დამტოვე და სხვაგან წახვედი… დედაჩემო, მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები. დედაჩმო, მაპატიე… გპირდები ქართველობას არ გავცვლი… ქრისტეს ვემსახურები, თუ რა თქმა უნდა, მიმიღებენ აქ, მონასტრეში, ცოდვების მოსანანიებლად… დედაჩემო, შენ ვარდი იყავი… არავის არაფერს უშავებდი, პირიქით მათ სიცოცხლეს ახალისებდი… მეუღლეში არ გაგიმართლა, მაგრამ მეორეჯერ არ გათხოვილხარ, რადგან შვილი გყავდა… შვილი, რომელიც დემონებმა შეაცდინეს… მაპატიე ვარდო… დედა, გთხოვ ხშირად დამესიზმრე…
დედა ანა მონასტრის ეზოში დაკრძალეს… დედა ანას ქალიშვილი მორჩილი გახდა. გაყიდა სახლი და ფული მონასტრეს შეწირა… მალე იგი მონაზვნის ანაფორით შემოსეს და უკუნითი უკუნისამდე ილოცებს ქართველობის გადასარჩენად. მან დედის საფლავზე ვარდი დარგო…
-დედა, ვიცი, რომ ყველაზე მეტად გიყვარდა ვარდი… ვარდი, ყვავილთა და სიპატიოსნის დედოფალი… ხშირად ნარკოტიკი და ბიჭები მენატრება. მაგრამ ამ დემონურ გრძნობას ლოცვის ძალით ვეწინააღმდეგები. ახლა უკვე არც კი ვფიქრობ ნარკოტიკზე… ერთი-ორი დღის წინ მონასტერი ვიღაც გოგოებმა მოილოცეს. გოგოებმა, რომლებსაც ყურზე, ცხვირზე, ჭიპზე და თვალზე ჰქონდათ საყურე… მე მივედი და მოვუყევი ჩემი ისტორია, თავიდან არ დამიჯერეს, მაგრამ შემდეგ ჩემს კელიაში შევიყვანე და ვანახე ზურგზე ტატუ. შემდეგ დამიჯერეს. ბოლოს შენს საფლავთან მოვიყვანე და ვუთხარი თუ რატომ აქვს ვარდს ეკალი და რისთვის იყენებდა ის ამას, და რისთვის ვიყენებთ ჩვენ… მეორე დღეს მონასტრის ეზოს ვალაგებდი და ვხედავ, რომ ისევ ის გოგოები მოდიან. მათ მხოლოდ ყურზე ჰქონდათ საყურე. მაისურიც ნორმალური სიგრძის და კაბაც მუხლებს ცოტა ზემოთ. მივედი და გოგოებს შუბლზე ვაკოცე, სანთლები დავურიგე და ვუთხარი, რომ თქვენი მეგობრები წინააღმდეგობას გაგიწევენ და თქვენს შეცდენას მოინდომებენ, თქვენ კი უნდა გაუძლოთ-მეთქი ამ ცდუნებას. ვუთხარი რომ ყველაზე მნიშვნელოვანია „მამული, ენა და სარწმუნოება“. გოგოები, როდესაც წავიდნენ მე ეზოს დალაგება განვაგრძე. მოვიდნენ ვიღაცეები და მთელი ვარდის კონა გადმომცეს და მითხრეს, რომ ისინი იმ ბავშვების მშობლები იყვნენ. მადლობა გადამიხადეს მათი შვილების გზაზე დაბრუნების გამო… მე კი ვუთხარი მადლდობა უფალს უნდა გადაუხადოთ-მეთქი… დავთვალე და ზუსტად ასი სიყვარული, ასი პატიოსნება, ასი ბედნიერება, ასი ჭეშმარიტება იყო. ვარდები კი დედა მონასტერში დავდევი… მთელს მონასტერში მისი სურნელია… დედა მადლობა…
ადამიანი ვარდივით უნდა იყოს. მასავით სურნელოვანი, კეთილშობილი და სულიერად ლამაზი. ფიზიკურად უშნო იყო კვაზიმოტო, მაგრამ დაიკვეხნოს ამ თაობის რომელიმე წარმომდგენელმა, მასზე ლამაზი სული მაქვსო… ფიზიუკური სილამაზე არაფერია მის სულიერ სილამაზესთან შედარებით… ადამიანი ვარდივით ლამაზი უნდა იყოს ფიზიკურადაც და სულიერადაც… ვარდის კალმისაგან ახალი ვარდი იზრდება, ისიც მასავით ლამაზი, სურნელოვანი და კეთილშობილი… ადამიანმა სიკვდილამდე უნდა ეცადოს, მისი შვილი სულიერად ლამაზი, კეთილი, პატიოსანი და კლდემამოსილი გახადოს…
აირუბექ ოგაის მოკლე მოთხრობა………… 2019 წელი
იაგო ქებურია