იაგო ქებურიას გვერდი იაგო ქებურიას რამდენიმე ვერლიბრი by iago 16/09/2019 written by iago 16/09/2019 1.1K მონოლოგი ნერონისა მე, დედის მკვლელი ძე ვარ, სასტიკი.მე, ორი ცოლის მკვლელი ვარ, ღმერთებო.თქვენ ფრიად იცით ამბავნი ჩემნი,ზოგიც მართალნი, ზოგიცა ჭორნი.ჩემში სახლობდნენ დაბადებიდან ქორნი,არა ერთი და არა ორნი, არამედ ასნი,უთვალავნი, დიდო ღმერთებო.არარა ხდება, ღმერთების ჩარევის გარეშე,მე ხომ დედის მუცლიდან ვიშვი,მე ხომ კეთილი ვიყავი უწინ,მაგრამ ჩემში მაინცა იყო ცეცხლოვანი ქორი,მე ხომ მიყვარდა ყველა, ყოველი,ასეთი რა მეტამორფოზა განვიცადე,საძაგელო ღმერთებო,ლექსებსაც ვწერდი, სიმღერებსაც ვქმნიდი დიად,მაშინ რა მოხდა მერე, გამეც პასუხი.მე რად დავლიე დედის სისხლი, შარბათზე ტკბილი,მე რად ვათრიე, რად ვაწამე,ო, ღმერთო ჩემო, იგი.მე რად გადავწვი დიადი რომი,მერე ვაწამე ქრისტიანები,მათ დავაბრალე დედა რომის აგიზგიზება.ვერვინ დათვლიდა ქრისტიანებს ძელზე გაკრულებს, ჩემსა მიერ.რამდენი ვაშიმშილე, რამდენი ვამწყურვალე,დაფნის გვირგვინიც თავად დავიდგი,მუზებიც მოვისყიდე და ღმერთებიც.ამიტომაც მძულხართ დღეიდან, ღმერთებო,ფულზე გაყიდულნო, უპრინციპოებო,მშიშრებო და სისხლის მოყვარულნო!..ზანზარებს ჩემი სული,კანკალებს გული,ვწუხვარ ყოველზე, მაგრამ მიხარია.მიხარია რომ ვნახე ერთ დროს დაუმარცხებელიფერფლადქცეული რომი!…დედა მოვკალი,მისი სისხლით ვარ გამძღარი,თმებით ვათრიე და მუსიკოსთა ჰანგის ნაცვლადმისი განწირული კივილი მატკბობდა,ახლა კი მტკივა!..მტივა ყოველი, მომკალით ვინმემ,დანა შემარჭვეთ, ან დამწვით!..წარმართო ღმერთებო, ფერფლად იქცევით,ნაცარტუტად გარდაიქმნებით!..უფალო იესო, მისიანებო, ჩემგან დევნილნო,გთხოვთ მაპატიოთ!..სიკვდილი მინდა! სიკვდილი მწყურია ძლიერ!სხვა ვერა მომკლავს, მე თვითონ წავალ!..მე თავად მივდივარ,მივდივარ მე, ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი.გემშვიდობები, ჩემი დალოცვილი ხელითგადამწვარო დედაო რომო!..ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ისმოდა სიკვდილის სიცილინერონის ბაგიდან!..ნარცისები ვერ ცოცხლობენ დიდ ხანს,ამიტომაც ვიყავი ცოფიანი ცეცხლი!..ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ისმოდა სიკვდილის სიცილინერონის ბაგიდან.ამ ოქროსყელიან თოკში გავყოფ თავსდა გადავალ მარად სიცოცხლეში!..ისე „როგორი დიდი მსახიობი ტოვებს ამ ქვეყანას“,დ ე დ ა, მაპატიე,მოვდივარ შენთან,ცეცხლო, გამომყევი უკან!ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ისმოდა სიკვდილის სიცილინერონის ბაგიდან…მოკვდა, მიცეცხლდა დედის მკვლელი ძე!.. 15.09.2019 ანუ დედაჩემი(ექსპრომტი დედის სურათს)~~~რამდენ რაღაცას იტევს დედაჩემო ეგ შენი გული,რამდენ ტკივილს და რამდენ სევდას,ან რამდენ კარგსა და რამდენ რამეს,იმდენს რამდენსაც ვერ დაიტევსვერანაირი ჯამი, ვერანაირი ჭურჭელი…ელდა მეცა, შენი დაღვრემილი სახე რომ ვნახე,ელვა და ჭექა მინათებდა გზას სევდიანს,მაგრამ მთავარი მანათობელი ჩემთვის დედაა,ვიდრე მზე, ვიდრე მთოვარე და ვიდრე ელვა და ჭექა…ყველა შვილისთვის დედა განსაკუთრებლად ლამაზია,ყველა შვილისთვის დედა განსაკუთრებულია,შენ კი ჩემო ცის სარტყელო,ძალავ ცის ჭერის დაკავებისა,მზის მომაკვდინებელი მცხუნვარების ამტანო,ჩემო ფოთოლო, რომელიც არ ჭკნება,რომელიც არ იღვენთება, არ იცრემლებადა შემოდგომაზე კი წყდება და ეცემა მიწაზე…მაგრამ შემოდგომა, ჩემო დედავ, ძვირფასო,ძალიან შორსაა შენგან…მე ვისაც სიყვარულს ვუწილადებ მხოლოდ შენა ხარ დედა.მე ორი დედა მყავს…ერთი ხორციელი, სულიერიდა მეორე კი პოეტური,ჩემო შვლის ნუკრივით სუფტა გულიანო,ერთი შენახარ და მეორე ლია,ის პოეზიის მეფე-ქალი!..მიყვარხარ ძლიერ,ჩემო იმედო,ჩემო ზურგის ქარო,ჩემო აქიმო…გთხოვ, ნუ გაფრინდები, ნუ მიმატოვებ,ნუ იშემოდგომებ დედა…. 2019 * * *თურმე ნიავი შეჭრილა ცაში,თურმე აქარდა ის საცოდავი,თურმე უმწეოს წაართვა ჭერი,თურმე გლეხს დაულეწა ყანა,თურმე აზანზალაკებული ნიავიფართო ყანებს დაესხა თავს.და მაინც რა უმწოდ გამოიყურებანიავი, სიო, ქარის მსუბუქი ქროლვა,მაგრამ რომ აღვარცოფდება,რომ დაიწყევს ნგრევას და ლეწვას,რომ მოიქცევა უსამართლოდ(ვინ იცის იქნენ სამართლიანია)უცბად გვავიწყდება მისი სიყვარული,ვწყევლით და ვკრულვართ,ასმაგად გვიბრუნდება ჩვენ ქარიდა მორჩა, სისხლის უკანასკნელი წვეთი დაიღვარა,ცრემლიც უმისართოდ იღვრება,ძალა შეგვრჩენია, მხოლოდღა ლანძღვის,მხოლოდღა წყევლის,ქარი კი მიდის,ჩუმად, რბილად და ნელამიანგრევს სააქაოსდა გზას გვიფართოვებსსაიქიოსკენ!.. 14.09.2019 * * *(ვინც ვერ გაუმხილა მეორეს) როცა შორსა ხარ მიხარია,ვტკბები შენთან ყოფნის წყურვილით.ზეცას მიახეთქავ თვალებს ნამიანსა,ზეცა პასუხს გაცემს წვიმით,შენზე ოცნება მათბობს,უშენობა მაძლიერებს —შენი ხილვის ძალით,შენი ხილვის იმედით!სიყვარული სხვა რაათუ არა მონატრება ყოველწამიერი,თუნდაც ჩემთან იყო,მაინც მენატრები,მენატრები და მიყვარხარ უფრო…სული გაგეფურჩქნა,გული შეგეკუმშა,აორტა სისხლში იხრჩობა,ენის წვერზე მადგას მუდამ სიტყვა–მიყვარხარ, ჩემო!ჩემი ხარ და მინდა მარად ასე იყოს,მინდა ვიხრჩობოდე სიყვარულის წმინდა გუბეში!მინდა მუდამ მედოს ბეჭედი უბეში,ვინძლო სადმე გნხო, იქნებ ხელი გთხოვო, კარგო!გაუმხელელი სიყვარული მწარეა ასრე რიგ და თან მოსარბათო გემოც აქვს.. 2019 × × ×ვიშვი…ჩემი შობიდან ერთი ათეული და თითზე ჩამოსათვლელიწლები მიიმარცვლა…და იყო მასში რაღაც კარგი და რაღაც ცუდი,იმდენივე კარგი და იმდენივე ცუდიმოგონებებით დახუნძლული…და არ ვიყავი და არ ვარ ცაცია, მარჯვენა ხელით ვწერდი და ვწერ…და დავიკარგე,გზა ამებნა, ჩემი გზა ვერ ვიპოვე, ვეკუთვნოდი სხვას.დავიკარგე, როგორც თივის ზვინში ნემსი.და ვეძებდი და ვეძებდი ჩემს თავს ამ ზვინში,ვერ ვიპოვე საკუთარი თავი.ბოლის გამიელვა ასეთმა აზრმა რომ დამეწვადა დავწვი კიდეც, საცერზე დავყარე და გავცერი ფერფლადქცეული თივა.და აჰა, ვიპოვე ჩემი თავი,საცერზე ამოვიცერე…ოჰ, რა კარგია თავისუფლებადა მითუმეტეს პოეტური!..ახლა ჩემს თავს ვეკუთვნი, მაგრამ სრულებ არა.სადღაც გაიელვებს, სადღაც გამოიცისკრებს ჩემი ბატონიდა მავიწყდება თავისუფალი რომ ვარ,თავს ვუხრი, ვერევერანსები…მერე კი ისევ ვთავისუფლდები,რგორც აკვარიუმიდან შლეგ მდინარეში გაშვებული თევზი…ძნელია იყო თავისუფალი, მაგრამ გინდა.ადვილია გინდოდეს, მაგრამ ძნელია იყო!..თავისუფლება სიტყვა როდია?!.ის ყველაფერზე მეტია…ერთხელ გათავისუფლება არ ნიშნავს რომ უკუნითითავისუფალი ხარ!..ო, რარიგ მძულს თავისუფალი მონა!..და ვცრიდი საცერში სიტყვებს, გრძნობებს,სულ ჩამოიცრა, ჩამოიმარცვლადა ახლა ყველაფერი დანაწევრებულია, კარგიც და ცუდიც.ო, რა საშინელებაა მხოლოდ გრაციოზული რომ ხარდა შენი სისხლიდან რო გამოატყვრეშლეგური თავისუფლება!..არა, არ მინდა, არ მინდა ასეთი თავისუფლებასადაც მხხოლოდ გრაციოზულად უნდა იქცეოდე!..დამიბრუნეთ სისხლი, დამიბრუბეთ გრძნობა,ოღონდ გაუცრელი…ისევ დავიკარგე…მიყვარს დაკარგვადა დაკარგულის პოვნადა მისით გამოწვეული სიხარული,როცა იპოვი!.. 2019 * * * / ვუძღვნი კუკიის საფლავზე დაკრძალულ უცნობს,რომელსაც ამშვენებს ეს ბარელიეფი. /ავტორი ვაკაკუნე და ვაკაკუნე სამოთხის კარებს,შიგნით ირეოდნენ მოსამოტხენი,ჩემი კაკუნი ყველას ესმოდა, გარდა ერთისა,მაგრამ არავიან არ გამოჩნდა კარის გამღები…ვაკაკუნე და დავიქანცე მე ამ კაკუნში,ყურებთაგან ოხრად მომსდის სისხლი,მე მაინც თავი არ მივანებე და ვაკაკუნე და ვაკაკუნე სამოთხის კარებს.არა გავჩერდი, ღონე წარმიხდა დავაკაკუნებ სამოთხის კარებს.უკვე დაკაკუნების ძალაც არ მაქვს ამ კამკამა კარზე და ჩავიკეცე,მე კი ღონემიხდილი, ფერწასული, სულმოკუნრულივაკაკუნებ და ვაკაკუნებ სამოთხის კარზე,მაგრამ არავინ არ გამოჩნდა კამკამა კარის გამღები…არავის ვებრალები, სულაც არავისდა მაინც უშედეგოდ ვაკაკუნებ მე ამ კარზე.და ტანში ჟრუანტელის დავლის ძალაც კი არ შემრჩა.ჩემი ხუთივე თითი მიეკრა კამკამა კარის მოკამკამე, ალბათ საკაკუნოდ ჩამოკიდებულ რგოლს.ვერა და ვერ შევაღწიე შიგნით,ვერა და ვერ შევედი მასში.ჩემი ფიქრით და ჩემი ოცნებით უკვე იქა ვარ,მაგრამ სინამდვილეში მკორტნის მე ეული ელვა,ვაკაკუნებ და ვაკაკუნებ სამოთხის კარებს,მაგრამ მოსამოთხე-კარის გამღები არვინ არ ჩანს…ამ კარის მომპირდაპირე კარიდან, კანს გამოსული კაცუნები რქებით დგანან და სირინოზისებურად მიმღერიან რაღაც მუსიკას, რომლის აზრიც მგონი ასეთა – ,,ჩვენთან კაკუნის გარეშე შეგიძლია შემოსვლა ძმაო”!მე კი მაინც განწირულად მუხლმოკეცილივდგავარ სამოთხის კართან და ველოდები კარის გაღებას,მაგრამ ამაოდ!….თან ცრემლი მახრჩობს, რომელიც უკვე გამიშრადა არც ნერწყვი მაქვს, ეს საშინელი სიმხურვალე, რომ ჩავანელო, ჩავაქრო, ჩავასველო…ვაკაკუნებ და ვაკაკუნებ სამოთხის კარზე, სრულებრ ამაოდ!.და ჯოჯოხეთური, მომაკვდინებელი სიმღერა მკლავსმე იმ კაცუნათა!…არც ნერწყვი მაქვს რომ შევაფურთხო და გავაჩუმო,და ჯვარიც დედამიწაზე დამრჩა…ღონემიხდილი ბულბულივით მოვკუნტრულვარმე ამ კარებთან და ვაკაკუნებ!…თანდათან ვკვდები, კამკამა კარიც ნელნელა ბერდებადა ვხედავ დაბერებასთან ერთად ბნელდბა.ვგრძნობ ჩემს ლეშს, როგორ ჭამსსამოთხიდანაც და ჯოჯოხეთიდანაც გამოგდებულიუკვე გავირებული თაგვი…ჩემგან არაფერი არ დარჩა …არც გული, არც ღვიძლი და არც სული…ხორცი თაგვმა ჭამა, სული კი დაიკარგა,რადგან არც სამოთხეში შემიშვეს დაჯოჯოხეთი მე არ ვისურვე…და მაინც, განწირული ვაკაკუნებდი სამოთხის კარზე,ყველას ესმოდა ერთის გარდა და არავინ გამიღო…მე ვრ შევედი სამოთხეში.სულ ცალ ფეხზე მეკდია იგი,მე იქ შესვლა მსურდა რადგან იქ დედა ჩემი იყო…დედას კი არ ესმოდა ჩემი განწირული და ამაო კაკუნიკამკამა კარზე და ვერც მხედავდა ამ კამკამა,კარს მოღმა მდგარ უკვე უგზო-უკვლოდ დაკარგულ ვაჟს!.. 2019 * * * უსათაურო ლექსივით ინტრიგნული ამინდია…შენვე უნდა უპოვო სათაური.სიტყვებსა და სიტყვებს შორისუნდა გაირბინო,ეკლიან გზაზე.სისხლიც დაღვარო დამარილიანი წყალიგამოუშვა შენი სხეულიდან.მერე კი უნდა შეანჯღრიოშენი ტვინიდა თუ გაიგე,თუ ჩაწვდი,შენივე თავში,ამოხსნი ამოცანას,უპოვი თავის ფორმულასდა შესძახებ ―„ევრიკა“!შენ მას უპოვე სათაური…წვიმა, თოვლი, ქარი დამზე მოთახთახე,ეს ყველაფერიერთად რომ ხდებადა სამშვენისადცისარტყელას შეიგვირისტებს,პოეზიაა, აბა რა! 9.09.2019 პირადი ჩანაწერებიდან * * * რა სევდისფერი დღეა… გეგონება შემოდგომის უკანასკნელი დღეები იყოს. არადა ახლა დაიწყო შემოდგომა. ასე უცბად თუ შეიცვლებოდა ცეცხლისფერი დღეები სევდისფერ და მშვიდისფრად არ მეგონა… მიყვარს შემოდგომა. მძულს შემოდგომა. თანაფარდობა დარღვეული არა მაქვს. თანაბრად მძულს და თანაბრად მიყვარს. დაღლილან ხეები და ელოდებიან ნახევარწლიან სამოღვაწეო შესვენებას, ვიტყოდი შვებულებას… მწვანე მთები ფერს იცვლიან, ყვითლდებიან და ხეები ღებულობენ ხვლიკისფერს, კლდეებს ექამელეონებიან… შემოდგომისფერი კაშნები ყელს მიმშვენებენ, თუმცა ჩემს სხეულს რა დაამშვენებს… შემოდგომის სუნი, შემოდგომაზე ყველა სუნამოზე უფრო სურნელოვანია… საშემოდგომო გამოცდებისათვის ემზადებიან, როგორც თოთო ხეები, ასევე ჭანმანკი მუხებიც… ყველა გამოსაცდელი ღირსეულად აბარებს გამოცდებს თუ ზევსმა არ შეუშალა ხელი და თავისი რისხვა არ დაატეხა თავზე, ანუ მეხი. თუმცა ახლა ზევსი მხოლოდ ჭანმანმა ადამიანებმა თუ იციან რას ნიშნავს და ვინ არის… ეს ზღვის ქაფიც როგორ უხდება შემოდგომას, მეაფროდიტვენერება… ფუღუროები გამოუჩნდათ დაუმარცხებელ და ძლევამოსილ ხეებს… წელიწადის დროებზე ვიტყოდი, რომ ის თეატრია… გაზაფხული პიესის პირველი მოქმედებაა, სადაც ყველაფერი დამაყრუებლად ლამაზია. ზაფხული მეორე მოქმედებაა, სადაც ყველაფერი ცხელი ქვასავითაა, იხარშება, იწვის, მაგრამ ოფლი მაინც არ გამოსდის თავად, აი მაყურებელს კი წურწური გასდის… შემოდგომა პიესის უკანასკნელი, მესამე მოქმედებაა, რაც გვირგვინია დამაყრუებლად ლამაზი, ქვასავით ცხელი სანახაობისა… ის ყველა თეატრალურ მოქმედებაზე მეტად მომწონს, რატომაც მომწონს ამას თავადაც მიხვდებით… ზამთარი? ― ეს თეატრალური მოქმედება არაა… ის ანტრაქტია. ოღონდ ყველა ანტრაქტზე განსხვავებული. მის მერე თეატრალური დადგმა კი არ გრძელდება, არამედ თავიდან იწყება. ის სცენას, დარბაზს, ლოჟას მტვერს ადებს, თეთრ მტვერს და იცავს ათასნაირი უბედურებისაგან. პირველი მოქმედებაც, მეორეც და მესამეც და ანტრაქტიც უჩვეულოდ მიყვარს… 8.09.2019(ჩხოროწყუდან სენაკში მიმავალი მარშუტკა) * * *ხომ არ აჯობებდა, ჩემგან შორს რომ იყო?მაშინ ხომ უფრო დაგაფასებდი,მაშინ ხომ უფრო მეყვარებოდიდა სიყვარულის საშინელ წყურვილსშენთან მისვლით, გულში ჩაკვრით მოვისაკლისებდი…ან რა იქნება სულ ჩემთან იყოდა მაშინაც მიყვარდე,უფრო ძლიერად მახრჩობდეს გრძნობა სიყვარულისა?ან რა იქნება ჩემსბგვერდით იყო და ნერვებს არ მიშლიდე?მოდი, გულში ჩაგეჩუქურთმები.მოდი, სულში ჩაგეიისფერთოვლები.ეგ შენი თვალები, თაფლისფერი დაცეცხლისფერი გრძნობა,როგორ მენატრება,ან რამ მომანატრა ასე? 2019 * * *ფოთლები ფოთლებს ერკინებიან,ვინ უფრო ადრე ჩამოვარდება,ვინ უფრო ადრე იქამელეონებს,ვინ უფრო ადრე მოწყდება ცასდა ჩაეხუტება, ვინ უფრო ადრე,სუნთქვისაგან დაღლილ დედამიწას…შემოდგომაა…ფოთლების წვიმაადა ხეებიდან მოწვეთავენ ფერთა გამები,ო, რა ლამაზი სანახავია…ვიცინით,ვერთობით,ვხალისობთ მისით,მაგრამ უნდა ვიგრძნო.უნდა იგრძნო ფოთლების ტკივილი,უნდა იგრძნო თუ როგორ მთავრდებიან ისინი.ოდესღაც ცაზე გამობმულთახლა ფეხქვეშ ვიგდებთ და ვთელავთ…ერთი ფოთოლი, დიახ უმანკო,ყველაზე ბოლოს ჩამოიცვარა.,შემოდგომის უკანასკნელი დღის უკანასკნელ წუთსმოსწყდა ზეციურს და ჩაეკონა დაღლილ დედამიწას.ის არავის ერკინებოდა,ჯიბრში არ ედგა არავისდა კიდევაც ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა,კიდევაც იშემოდგომა,კოდევაც იქამელეონადა ბოლოს კენწეროდან მოწყვიტა ქარმა,რომელი ცივი ზამთრის მაწინასწარმეტყველებელი იყო. 2019 * * *ჩამოლეწილი გრძნობის დაჩამომღვრეული ზეცის წყალობითმე ახლა ვკვდები…და ჩემი სხეული ქუცმაცდება.სულ ნაჭერ-ნაჭერმაქცია საწუთრომ…და ნაფლეთ-ნაფლეთ მიმაქროლებს სადღაცა ქარი.ვიღაცას ვგონივარ ნაფოტი,ვიღაცას ვგონივარ უმწეო,ვიღაცას ვგონივარ ძლიერიდა მიყურებს შორიდან,ვიღაცას ვგონივარ რაღაცა,მე კი ამდენ ვიღაცის ვგონივარშივიკარგები,ო, ღმერთო ჩემო,უგზო-უკვლოდ ვიკარგები…და გადმომხედედა მომეშველეგა დამიფარე „მზეო მარიამ“!..სულ არაფრისთვის ვიწვალე ნუთუ ამდენი?!.სულ არაფრისთვისგავისარჯე, ჩემო უფალო?!.მითხარი რამე,გამეც პასუხი, ჩემო უფალო!..რომ შვილმა,რომ შთამომავლობამ მკითხოს― რისთვის იცხოვრე,რა შექმენი,რა შეცვალე,რა გააკეთე, ძვირფასო, რა?!.რა ვუპასუხო,რა პასუხი გავსცე,რა პასუხი გავსცე, უფალო?..მე ხომ ვშრომობდი,მე ხომ ვირჯებოდი,მე ხომ ვცდილობდიდა შედეგსდა საწადელს რად ვერ მივაღწიე?!.ნუთუ შენი ბრალია, უფალო?არა!!!ეს ეშმას,ეს ლუციფერის ბრალია!!!შორს ჩემგან,ყოფილო ანგელოზო,გასატანავებულო ლუციფერო,შორს ჩემგან!!!მე ვიკარგები,ვფერმკრთალდებიდა რჩება მხოლოდ ჩემი სილუეტი!..ნუთუ ამისთვის გავისარჯე,ნუთუ ამისთვის ვღვარე მე ოფლი?!.ო, ღმერთო ჩემო,შიშმა შემიპყრო და მომეშველე,„მზეო მარიამ“!..ვკრთებიდა უკვე სილუეტიც ფერმკრთალდება!..და დავიკარგე,ნუთუ ჩემი ხმა შენც არ გესმის, ჩემო უფალო!..დასრულდა!!!სიცოცხლე რომელის აზრიც მოგვყავს სისრულეში,სრულდება სადღაც.და დადგა ამის დრო და მომენტიდა დასრულდა!!!მორჩადა წარსულს ჩაბარდა!!!. . .ყველანი წარსულის შვილები ვართ,ჰოდა იქნებ კიდევ მოვიდე,მიმიღე მაშინ, ჩემო დედამიწავ,რომ გავისარჯო სრულადდა შვილებს გავსცე მაშინ მაინც პასუხი კითხვაზე― რისთვის ირჯებოდი?!... . .დასრულდა,ჰოი, დასრულდა!!! 2019 * * *(უპასუხისმგებლობის გამო გარდაცვლილ მუშას) მე მუშა ვარ და მკლავენ უსიტყვოდ,ჩემს სისხლს ხომ მათთვის არააქვს ფასი,დარი არა ვარ მე მათი თითქოს,ადამიანმა არიცის ერთურთის ყადრი!..ჩემი სიცოცხლე რაღაა მათთვის,მათ ხომ მშიერი არა ჰყავთ ძე და ასული,ჩემები კი სკამზე დაგანან და ატუზილან ფაჯარაზე,ელოდებიან მამასდა მამის ჯიბეში ხმელ პურს!..მათ ხომ არ იციან ეს ყოველივე,ჩვენი სისხლით და ოფლით მდიდრდებიან,ახლა კი შემასვენებენ სახლში,მესმის როგორ ბღავიან დაობლებული ჩემი შვილები,მამა ვერ მოდოს,მამა შეასვენეს,მაგრამ ჯიბეში მაინც უდევს ხმელი პური,ანუ ერთი დაპურება შვილებისა!..საწყალი ცოლი, დაქვრივებული,კუჭგამხმარი, დაბეჩავებული ნალამაზმანიკივის და მტირს,არა, როგორც ქმარს,არამედ შვილების დამპურებელს!..ინვალიდი დედა ხმას არ იღებს,უბრალოდ ტირის,ცრემლში იხრჩობა,მან თავისი თავი წლებია გამოიგლოვა,ახლა მე მგლოვობს, ერთადერთ ძესდა ერთადერთ იმედს!მშვიდობით შვილებო,მშვიდობით დედავ,მშვიდობით მეუღლევ,მოვდივარ უფალო!..შენ კი გახსოვდეს „დამსაქმებელო“,ნურავის წაართმევ სიცოცხლეს! 15.09.2019 * * */სალომეს – ჩემს უსაყვარლეს მეგობარს/ ხელი არ ახლოთ ამ უცხო ფერწერას,რომლიდანაც მოედინება ფერთა გამა,მაგრამ ამ ნახატს ფერი არ გასდის!..ხელი არ ახლოთ ამ თმებს,ხელი არახლოთ თვალებს, რომელუც ხედავს ყოველს,ხელი არ ახლოთ ამ გულს, რომელშიც ყველას ადგილია!..რა საუცხოო ფერწერაა, რომელიც არ გახუნდება…და სილამაზე რა სათქმელია,ვით ცაზე მზე და ანაჟრჟოლნი ნაზნი მტრედები…მისისი სილამაზე და სინაზე,სამყაროს ათბობს, ბოროტებს ახრჩობს…წვიმს,მაგრამ ეს საუცხოო ფერწერა არ სველდება…თოვს,მაგრამ ეს საუცხოო ფერწერა არ თეთრდებადა ისე ისეთივე ფერადია,ისევ ისეთივე ღაჟღაჟა,როგორც უწინ…ამ ტილოდან, ვით ხატს მირონი,სდის ფერები, მაგრამ არ ხუნდებადა სხვასაც აფერადებს!ხელი არ ახლოთ ამ ფერწერას,ღვთისგან კურთხეულს.როცა ახსენებთ მოწიწება გამოიჩინეთ…ის კოკორია, ჯერაც კოკორიდა გაიშლება ვით ფარშევანგის მარაოს კუდი…ის არ დაჭკნება, ის არ დახმება —ხელი არ ქხლოთ ამ საუცხოო ფერწერას,ფერთა ჰანგებსა და ფერთა გამას… 2019 0 comments 0 FacebookTwitterEmail iago previous post მუხურში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო აშენდება next post ახალგაზრდული დღეები 2019 You may also like აქა ამბავი ~ ~ ~ 12/08/2019 მცირე რამ ვერლიბრის შესახებ 03/08/2019 * * * 01/08/2019 მონაზვნის ქალიშვილი 21/01/2019 ნაფიჩხოვო 08/12/2018 მდინარე ხობწყარის სახელწოდების მოკლე ისტორიული ანალიზი და მისი... 06/12/2018