898
“my city Chckhorotsku” ფეისბუქის გვერდის ინფორმაციით, ქვედა ჩხოროწყუში , სასორდიოს უბანში, სახალისო ტურნირი “ობოხუობა” გაიმართა, რომელიც სორდიების საგვარეულო სახელით, პირველად ჩატარდა.
გამარჯვებულებისთვის დაწესებული იყო ფულადი პრიზები: პირველ ადგილზე გასულს გადაეცა -1000, მეორე ადგილზე გასულს – 750, მესამე ადგილზე გასულს – 350 ლარი.
ძველად “ობოხუა”-ს ჰქონდა პრაქტიკული დანიშნულება. მისი საშუალებით, გადადიოდნენ ერთი ნაპირიდან მეორეზე, სანამ საფეხმავლო და სამანქანო ხიდები გაიდებოდა. “ობოხუა” – ეს არის ხის გრძელი ჯოხი, რომელსაც ფეხის დასადგმელი აქვს მიჭედილი და გამოიყენება ჭაობში და წყალზე გადასასვლელად