შავლეგ შელია მუხურელია. ის 30 წლისაა. სოფლის ადგილობრივი სკოლა დაამთავრა და სამშობლოსათვის სამხედრო სამსახური პროფესიად აირჩია.
იყო ნატოს მშვიდობისა და ხელშეწყობის ოპერაციებში (I S A F) ,ასევე მსახურობდა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის კონტინგენტის ქვეშ შესრულებულ მისიაში. გავლილი აქვს სამხედრო სწავლების სხვადასხვა კურსი სხვადასხვა ქვეყანებში. არის რამდენიმე სამხედრო ჯილდოს, სიგელის და მედლის მფლობელი. ამავდროულად მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით. არის სერთიფიციერებული პერსონალური ტრენერი ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლაში (I S I E) მის მრავალმხრივ პროფესიონალიზმს მხატვრობაც დაემატა. მართალია შავლეგისთვის ჰობია, მაგრამ სპეციალისტების უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.