საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდება.
პროექტი ითვალისწინებს ტობავარჩხილის ტბამდე ამორტიზებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას, გზის სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი – 6.5 მეტრი. სამუშაოების დაწყების თხოვნით ფონდს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ და ადგილობრივმა პარლამენტარმა ჯუმბერ იზორიამ მიმართა.
პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
ამასთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ზურმუხტის ქსელის – სამეგრელო 2-ის ტერიტორიაზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების შესაბამისობის შეფასების დოკუმენტს შეისყიდის.
პროექტი, რომელიც 14 თვის ვადაში დასრულდება, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, 13 მლნ ლარამდეა. აქედან, წელს, საორიენტაციოდ, 4 მლნ ლარის სამუშაო შესრულდება.