1.9K მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება, რომელიც ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით გადანაწილდება. პრიორიტეტებს კი თვითონ მოსახლეობა განსაზღვრავს. ხაბუმისთვის 52 000 ლარია გამოყოფილი. ადგილობრივებმა პრიორიტეტედ გარე განათების, სკვერების , სანიაღვრე არხების, საუბნო გზების,წისქვილებისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს. ამ პროგრამის გარდა დაგეგმილია შიდა გზების მოწესრიგება. უმნიშვნელოვანესია ხაბუმე – ჯუმითის ხიდის შენება და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები გარდა ამისა , დაგემილია სტიქიით დაზარალებულთა ფინანსური და მატერიალური მხარდაჭრა შეხვედრებს ესწრებოდა რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასაია , რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი [aiovg_video id=316727] 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post დავით მასწავლებლის ექსპერიმენტი რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს პირველ სკოლაში next post რაჟდენ გუმბა – ჩხოროწყუელების აფხაზი სიძე