“➡ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში კანიონინგის ინსტრუქტორებისთვის გადამზადების კურსი მიმდინარეობს, რომელსაც კანიონინგის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი უძღვება.
მსგავი სწავლება საქართველოში პირველად ხორციელდება და სასერტიფიკატო კურსის მიზანია, კანიონინგის მაღალპროფესიონალ ინსტრუქტორებად ჩამოყალიბების მიზნით, პროექტის სამიზნე რეგიონებში მცხოვრები გიდების გადამზადება, რათა შემდგომში მათ რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს გაუწიონ კვალიფიციური მომსახურება. ტრეინინგების წარმატებით გავლის შემდეგ ინსტრუქტორები გახდებიან, კანიონინგის საერთაშორისო ასოციაციის წევრები და ლიცენზირებული ინსტრუქტორები.
მდინარე ხობისწყალზე მიმდინარე კურსები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში ტარდება. სწავლების პროცესს ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
“პროექტი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვეყოლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გადამზადებულიინსტრუქტორები, რომლებიც შემდეგ უკვე მოამზადებენ გიდებს. ჩვენ გვეყოლებიან პროფესიონალი გიდები, რაც შესაძლებელს გახდის რეგიონში გაცილებით დიდი ტურისტული ჯგუფების მოზიდვის და მასპინძლობას, რაც ცხადია ნიშნავს ადგილობრივებისთვის გაზრდილ შემოსავლებს და ტურიზმის ამ სეგმენტის განვითარების პერსექტივას” – აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა. ლევან შონიამ დღესვე მუხურში არსებულ ტურისტულ პოტენციალზე და მისი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
USAID-ის პროექტი “ზრდა” მხარს უჭერს საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას, ითვალისწინებს თანამედროვე მსოფლიოში არსებულ რეგულაციებს სათავგადასავლო აქტივობებთან დაკავშირებით და ხელს უწყობს რეგიონებში მოღვაწე გიდების შესაბამისად გადამზადებას.”
ოფიციალური ინფორმაცია , რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის გვერდზე დაიდო და გუბერნატორის უშუალო ჩართულობა პროცესის მნიშვნელობაზე მიანიშნებს.
სურათების ავტორი: Thomas Waibel მადლობა ვალერი ბარბაქაძეს