ჯაღირელი კაცის გახსენება

“აფხაზეთის მდუმარ მდელოზე
ჯაღირელი ვზივარ ჩაფიქრებული
და ვფიქრობ მუდამ ჩემსა სოფელზე
ახლა ამ დროით დაშორებული”

ეს ექსპრომტი ბაბუაჩემ ისიდორე მარკოზის ძე მებონიას ეკუთვნის. ის 35 წლის ასაკში, 1944 წლის ნოემბერში ბუდაპეშტთა მიმდინარე ერთ-ერთ ყველაზე სისხლიანი შეტაკების დროს დაიღუპა.

დარჩენა შეეძლო, როგორც პედაგოგს შეღავათი ეკუთვნოდა….ომში ნებაყოფლობით წასულა. როდესაც ჭიშკარიდან გამოვიდა, უკან არ გამოუხედია. ვინ იცის რას გრძნობდა და რა დიდი ძალისხმევა დაჭირდა შვილებს თვალცრემლიანი არ ენახათ.

მანამდე დაოჯახებისთანავე აფხაზეთში დასახლდა.

მისი დაღუპვის შემდეგ მშობლებმა ბებია შვილებთან ერთად თავისთან ხაბუმეში უხმეს. მათაც დაკარგეს 19 წლის უშანგი. მის მაგივრად შვილიშვილებზე ზრუნვა გადაწყვიტეს


ასე “დავეპატრონეთ” მებონიები ჯალაღონიების მამულს. ჯაღირა კი შორს დარჩა… ბაბუა კი უფრო შორს, ბუდაპეშტის საძმო სასაფლაოზე…..შორსაა აფხაზეთი კინდღთან ერთად

სურათები  განთავსებულია   ციფრულ ბიბლიოთეკა “ივერიელში” 

Related posts

ნუგზარ ჟვანია “ხაბუმელები მეორე მსოფლიო ომში”

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები (ნუგზარ ჟვანიას ხელნაწერი წიგნიდან)

იასონი- ტყვე ქართველის ამბავი