წინასაახალწლო საჩუქარი სოციალურად დაუცველებს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატ ჯანო პერტაიასთან და მერის წარმოამდგენელ ნონა პაპავასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახლში ესტუმრა და მათ საახალწლო ნობათი გადასცა.სხვადასხვა სახის პროდუქტისგან შემდგარ საახალწლო ნობათს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 120 ოჯახი მიიღებს.

Related posts

აკაკი ლაგვილავა-ახლა მისი დროა

ცოტნე სორდია თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ასპარეზობის პრიზიორია

კოტე ნაჭყებია ჩხოროწყუს ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენის შესახებ გვიამბობს