მოგვწერეთ
მთავარი გვერდი » სიახლეები » ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი “ბრეს” საქართველო”ს წარმომადგენლებს შეხვდა

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი “ბრეს” საქართველო”ს წარმომადგენლებს შეხვდა

by chkhorotskuge

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია და საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ნიკოლოზ გახარია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს რეგიონალური სამსახურის უფროსს ქეთევან ხუბუტიას და ამავე სააგენტოს წარმომადგენელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფიო ხუნტუას შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ჩხოროწყუში განთავსებული ა(ა)იპ ,,ბრეს საქართველო” მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების ან ჯანმრთელობის მქონე მცირე საოჯახო ტიპის ბავშთა სახლში მყოფი ბენეფიციარი ბავშვებისთვის რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულობის მიზნით, მათი ერთი ლოკაციიდან მეორეში გადასაადგილებლად დახმარების მიღება.

საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა წურწუმიამ პროექტის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.

საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი “ბრეს” საქართველო 2007 წლიდან არის რეგისტრირებული.

ფონდის მისიაა სოციალურად დაუცველი ფენების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა.

ფონდი, სხვადასხვა ალტერნატიული მომსახურების გზით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ბავშვებს.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი ,,ბრეს” (Breath) საქართველო გახლავთ, მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების მიმწოდებელი საქართველოს სხვადასხვა რაიონში.

2008 წელს, ფონდის ხელშეწყობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა ქალაქ ოზურგეთში, 2009-2010 წლებში – ქ. ქუთაისსა და ქ. თელავში, 2011 წელს – დუშეთის მუნიციპალიტეტში.

მომსახურება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის უზრუნველყოფს ოჯახურ გარემოს, სთავაზობს მათ კეთილმოწყობილ უსაფრთხო ფიზიკურ გარემოს, ხელს უწყობს მათ ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებას, რეაბილიტაციას, ცხოვრებისეული, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ამ კატეგორიის ბავშვთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მზადებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. მომსახურებაში ზრუნვა ხორციელდება ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესაბამისად.

მომსახურება მოიცავს შემდეგი სახის ღონისძიებებს:

• ყოველდღიური, 24 საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფას;
• დღის განმავლობაში მინიმუმ სამჯერად კვებას;
• ბენეფიციარისათვის პირველადი, სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
• ბენეფიციარის უზრუნველყოფას ასაკის, სეზონის და სქესის შესაბამისი ტანისამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით;
• ფუნქციონალური უნარების განვითარებას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვებისათვის ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას, რაც ხელს უწყობს მათში დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას;
• ბენეფიციარისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას, მათი ინტერესების შესაბამისად;
• ბენეფიციართა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობას და თავისუფალი დროის სწორ ორგანიზებას;
• ბენეფიციართა საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ- გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას.

ინფორმაცია შოთა წურწუმიას შესახებ

შოთა წურწუმია – ხობწყარს კიდირი დოშინაფჷ
შოთა წურწუმია –  მე მივდივარ არჩევნებზე
შოთა წურწუმია-ჩქიმი ნანაში ნინა
შოთა წურწუმიას იუმორი მეგრულ ენაზე 13.01.2021
შოთა წურწუმია-  “ორთას ხვალე სახელი დთმოსკიდუ
შოთა წურწუმია – ორთავემ ვიცით უფალო
შოთა წურწუმია ვებრძღუქ სკანი თოლეფიში ჯინათ ლექსი მეგრულ ენაზე
შოთა წურწუმია – მუმაჩქიმს  გარდაცვლილ მამას
პოეტი შოთა წურწუმია და ანსამბლი ჯეოგენი 2021 წლის 14 იანვარი
შოთა წურწუმია- წენდიხა ( ლექსი მეგრულ ენაზე)

You may also like