ჩხოროწყუელებს და ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს გაურკვეველი მიზეზებით საკრებულოს სხდომაზე დასწრების, საჯარო განხილვაში მონაწილეობის და მონიტორინგის საშუალება არ მიეცა.
სხდომა ჩატარდა ქურდულად, მობილიზდა პოლიცია და ყველასთვის,მათ შორის მედიისთვის მერიის შესასვლელი დაიბლოკა.
სხდომაზე საკითხები რამდენიმე წუთში „განიხილეს“ , ხოლო სხდომის შემდეგ, საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ კომენტარისგან თავი შეიკავა.
გამოვხატავ პროტესტს და მოვუწოდებ ხელისფლებას დაიცვას კანონი. უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმართველობაში. ჩვენთვის კარების დახურვა მიუღებელი საქციელია.მით უფრო, მიზნად გვქონდა სხდომის ღია ეთერში ჩართვა და არა რაიმე სახის დემარში
ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელის ვალდებულებაა ჩხოროწყუს შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.