ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მშვიდობისა და განვითარების აკადემიის დირექტორ მაკა სართანიას, პროექტ “მშვიდობის ახალგაზრდა ელჩთა ფასილიტაცია აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო რეგიონსა და კავკასიაში” ფარგლებში მოქმედ ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს და მათ მშობლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოლდოვაში გამგზავრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორობით ხორციელდება.
მუნიციპალიტეტიდან შეიჩა 5 აქტიური ახალგაზრდა, რომელიც მოლდოვაში, ახალგაზრდულ ბანაკში, ერთი კვირით გაემგზავრება, სადაც მათ საშუალება ექნებათ ჩაერთონ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში, გაეცნონ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების მუშაობის პროცესს.
ბანაკში ასევე წარმოდგენილი იქნებიან უკრაინელი, სომეხი, მოლდოველი და დანიელი ახალგაზრდები. პროექტის მიზანია მშვიდობის,დიალოგისა და არაძალადობრივი კომუნიკაციის გავრცელება და პოპულარიზაცია.
პროექტი დაფინანსებულია დანიური ფონდის CISU-ს მიერ, მას საქართველოში დანიური ორგანიცაცია – ,,Crossing Bordors”-ის პარტნიორობით მშვიდობისა და განვითარების აკადემია ახორციელებს.