სიახლეები ჩემპიონის საჩუქარი ბებიის სკოლას by chkhorotskuge 19/11/2019 written by chkhorotskuge 19/11/2019 1.2K ჩხოროწყუს პედაგოგიურ საზოგადოებას, სრულიად ჩხოროწყუს, დღემდე კარგად ახსოვს ჩვენი სკოლის გამორჩეულად ღირსეული პედაგოგი, ქალბატონი ლიდა ნაჭყებია, რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრების უდიდესი ნაწილი პირველი სკოლის კედლებში გაატარა, უამრავი კურსდამთავრებული დააკვალიანა, გააცილა ცხოვრების დიდ გზაზე, საგზლად წესიერება და ქვეყნის სიყვარული უსახსოვრა. ლიდა მასწავლებლის ორივე ვაჟმა, სოსომ და ლევანმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და დღეს ღირსეული ოჯახები ჰყავთ. სწორედ ლევან კაჭარავას ვაჟი გახლავთ ნიკოლოზ კაჭარავა; ის მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლეა, მაგრამ გარდა სკოლაში წარმატებებისა, მისით მთელი საქართველო ამაყობს: ნიკა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია ჭადრაკში ასაკობრივ ჯგუფში; ნიკა მეორედ გვესტუმრა სკოლაში, მოყვარულ მოჭადრაკეებთან თამაშის ერთდროული სეანსი ჩაატარა და სკოლას ( „ბებიას სკოლა“- თავად ასე ამბობს) საჩუქრად გადასცა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ჯილდოდ მიღებული კომპიუტერი! დღე მხოლოდ ამ საჩუქრის მიღებით არ დასრულებულა: ლიდა მასწავლებლის ვაჟებმა, სოსომ და ლევანმა დედის სახელობის ფონდიდან სკოლის სასიკეთო საქმეების კეთება გადაწყვიტეს! რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის ინფორმაცია 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების ახალი სისტემა ეწყობა next post ტავერნა “ეფ რე” პოეზიის და მუსიკის საღამოს უმასპინძლებს You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026