სიახლეები ჩატარდა „ჰელფინგ ჰენდი“ს პროექტის გრანდიოზული შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აქტიური ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ. by chkhorotskuge 29/03/2025 written by chkhorotskuge 29/03/2025 4.1K 27 მარტს ჩატარდა „ჰელფინგ ჰენდი“ს პროექტის გრანდიოზული შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აქტიური ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე გამოვლინდა გამორჩეული ინიციატივები, ხოლო ერთ-ერთ მთავარ გამარჯვებულად დასახელდა პროექტი „აქტიური თაობა“, რომლის ორგანიზატორები ჩხოროწყუელები კობა მალანია(კირცხის თემის №1 საჯარო სკოლა)და გიორგი ჯიქია(აფხაზეთის №10 საჯარო სკოლა) გახლავთ. „აქტიური თაობა“ ახალგაზრდული სპორტული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული აქტივობების განვითარებასა და ახალგაზრდების გაერთიანებას. ორგანიზებულმა დინამიკურმა და მასშტაბურმა სპორტულმა ღონისძიებებმა ჩხოროწყუში ახალი ტალღა მოიტანა, უამრავ ახალგაზრდას მისცა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი და ჯანსაღი კონკურენციის იდეა გაავრცელა. ახალგაზრდებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს „ ჰელფინგ ჰენდის“, ახალგაზრდობის სააგენტოსა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლებიც ყოველთვის გვერდით უდგანან ახალგაზრდებს და ხელს უწყობენ მათ იდეებსა და ინიციატივებს. ახალგაზრდული სათათბირო 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუელთა წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე next post მკლავჭიდი და ძალოსნობა ჩხოროწყუში.ახალი შესაძლებლობები You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026