შურუბუმუ

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

მეზობლებმა ლუგელას ხეობაში დამპატიჟეს და ადგილობრივ  მღვიმეშიც შევძვერი. დრო არ იყო,  მხოლოდ რამდენიმე მეტრით “შევიხედე”. ძალიან სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა:)))

განმარტება სახელწოდების შესახებ.
სამწუხაროდ მარტო კარგ ამბებს ვერ მოგიყვებით – ადგილობრივი ბზა სასიკვდილოდ არის დაზიანებული და შველას ითხოვს. საჭიროა ოპერატიული ღონისძიებები, თორემ ეს უნიკალური ადგილი ჩონჩხად იქცევა. არსებულის გადარჩენა ნაკლებად რეალურია. ალბათ თავიდან იქნება  ბზა გასაცოცხლებელი.


როგორც შეატყობდით, ადამიანური ბარბაროსობა ყველაფერს შეეხო. გულის გამოსახულება და სხვა სიმახინჯეები არაფერია მატლების იმ რაოდენობასთან, რაც იქ დაგვხდა.

საავტორო უფლებებს არ დავარღვევ- ეს სურათები რომან თოლორდავას ფოტოშედევრებია, რომელიც ასახავს შურუბუმუში წყლის ადიდების პროცესს.  შეუძლებელია არ აღფრთოვანდე :))

banner

მისვლა მარტივია: გადალახავთ აამ ხიდს და აღმოჩნდებით უცნაურ სამყაროში

ეს მიგდებული კოტეჯები   აქაურობის განვითარების სურვილზე მეტყველებს, თუმცა რატომ დამუხრუჭდა პროცესი ჩემთვის გაუგებარია. ამბობენ სქურიდან ჩამოუტანიათ. დეტალები არ დამიზუსტებია, იმედია……..

იქვე დგას მაგიდა, სადაც ადამიანის კვალს ემატება განადგურებულ ბზაზე კომფორტულად მყოფი მატლები.

ეს უკვე ხობისწყლის ზედა ნაწილია.

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00