შეხვედრა ჩემპიონებთან

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, სპორტის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, კომპლექსურ სასპორტო სკოლასთან არსებულ კარატის წრის სპორტსმენებსა და მწვრთნელ გერონტი მამფორიას შეხვდნენ. მორიგი წარმატება მიულოცეს გამარჯვებულებს და მათ სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებს გაეცნენ. ქალაქ თბილისში 27- 28 მარტს კარატეში გამართულ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა ხუთი საპრიზო ადგილი დაიკავეს.საქართველოს ჩემპიონები ცოტნე სორდია, სალომე ლაშხია და თინა გულორდავა, ხოლო, ვიცე ჩემპიონები თამთა გულორდავა და ანრი ჯღარკავა გახდნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებულებს ამ წარმატებას

ჩხოროწყუს მერიის ინფორმაცია

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში