სიახლეები ქალაქის სისუფთავის დასაცავად ახალი მოდელი ინერგება by chkhorotskuge 01/04/2026 written by chkhorotskuge 01/04/2026 264 დასუფთავებისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსმა, ხათუნა მებონიამ და ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კოტე ჟვანიამ, თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მთავარ თემას სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია და ქალაქის მოვლა-პატრონობის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენდა. ამ ეტაპზე დასუფთავების განყოფილების თანამშრომლები მათთვის მიკუთვნებულ ტერიტორიებს ყოველდღიურ რეჟიმში აწესრიგებენ. თუმცა, ეფექტურობის გაზრდის მიზნით, იგეგმება ახალი გრაფიკის დანერგვა. ცვლილების მიხედვით: თანამშრომლები მორიგეობის პრინციპით იმუშავებენ; უზრუნველყოფილი იქნება სისუფთავის შენარჩუნება დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე; გაიზრდება ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა ნებისმიერ საჭიროებაზე. შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც თანამშრომლებმა საკუთარი ინიციატივები და ხედვები გააზიარეს. ადმინისტრაციის განცხადებით, მუშაობა გაგრძელდება ისეთი ოპტიმალური მოდელის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც თანაბრად იქნება ორიენტირებული როგორც სამუშაოს ეფექტურობაზე, ისე თანამშრომლებისთვის კომფორტული პირობების შექმნაზე. ერთობლივი ძალისხმევითა და მუდმივი კომუნიკაციით, ჩვენი საერთო მიზანი მიღწევადია — სუფთა და მოწესრიგებული ქალაქი ჩვენი მცხოვრებლებისთვის. ჩხოროწყუს მექანიზაციის, დასუფთავებისა და სასაფლაოების ცენტრი დასუფთავება 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუში 31 მარტთან დაკავშირებით ერთობლივი მსვლელობა გაიმართება next post წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო ბრძოლა მოიგო You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026